საზოგადოება 14 დეკემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-2 ტომი გამოვიდა 2020, 14 დეკემბერი, 11:21 14 დეკემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-2 ტომი გამოვიდა. აქ გაეცნობით იმ ქართველების ისტორიებს, რომლებმაც სპარსეთის, ავღანეთისა და ეგვიპტის ისტორიაში ქართული კვალი დატოვეს. წიგნის სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად - 15.00 ლარი. შეგახსენებთ, რომ „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც 12 ტომს აერთიანებს. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში. ამ მნიშვნელოვანი გამოცემისათვის გიორგი კალანდია მასალას მსოფლიოს მასშტაბით 10 წლის განმავლობაში აგროვებდა. წიგნში საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები და მოღვაწე ქართველების შესახებ მოცემული ინფორმაცია გამდიდრებულია უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით. გამომცელობა "პალიტრა L“-ის წიგნები იყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ქსელურ მარკეტებსა და პრესის გავრცელების წერტილებში: „მაგნიტი“, „ნიკორა“, „დეილი“, „ეკონომიქსი“, „სპარი“, „ფრესკო“დასხვა. კონკრეტული მისამართები იხილეთ ბმულზე <<< გამოწერის შემთხვევაში, მიმართეთ elva.ge -სქოლ-ცენტრს: 577991651 5 1-ს მოსწონს
|