სიახლეები ერთი წელია ვმალავთ სახეს - გამოიგონეს გამჭვირვალე პირბადე 2020, 14 დეკემბერი, 7:38 ალბათ, დიზაინერები ვერც კი იფიქრებდნენ, რომ 2020 წელს, პირბადეების დიზაინზე იმუშავებდნენ და მოუწევდათ ინოვაციური პირბადეების შექმნა. თუმცა ეს მოხდა და ისინი უკვე დღითი-დღე გვაოცებენ, ახლა უკვე, ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთის ნაირსახეობების შემოთავაზებით. ამჯერად საუბარია გამჭვირვალე სახის ნიღაბ cleanshield, რომელიც $23 ღირს. cleanshield მთავარი მახასიათებელი, რაც სხვა ნიღბებისგან გამოარჩევს არის ის, რომ სრულიად გამჭვირვალეა, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი სახე და ღიმილი, რომელსაც თითქმის ერთი წელია "ვმალავთ", მთლიანად გამოვაჩინოთ. როგორც მწარმოებლები გვეუბნებიან cleanshield-ი: შექმნილია დაორთქლვის საწინააღმდეგო მასალისგან უზრუნველყოფს სრულ დაცვას. ხელს უშლის პირდაპირ ჰაერის წვეთების მოხვედრას პირში, ცხვირზე, ან სახეზე. დამზადებულია უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან. არის მრავალჯერადი და გადამუშავებადი. ადვილად იწმინდება - შეიძლება გაიწმინდოს საპნით და წყლით, ჭურჭლის სარეცხი მანქანით, ან ანტიბაქტერიული ხელსახოცებით, ანდა ხსნარის შესხურებით. შრება სწრაფად - გარეცხვიდან რამდენიმე წამში. 524 შეფასება არ არის
|