x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ემოციური ინტელექტი
ემოციური ინტელექტი არის შესაძლებლობა, მართო საკუთარი ემოციები, გაუგო შენს გერშემო მყოფ ადამიანებს, შეგეძლოს ეფექტური კომუნიკაცია და სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავება. ემოციური ინტელექტი გეხმარება შექმნა მყარი უთიერთობები, იყო წარმატებული უნივერსიტეტსა თუ სამსახურში, და მიაღწიო საკუთარ მზინებს. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებმა იციან, რას ნიშნავს საკუთარი ემოციები, რას განიცდიან და როგორ შეიძლება ამ ემოციებმა სხვებზე იმოქმედონ.

image

ემოციური ინტელექტი გავლენას ახდენს:
სკოლაში და სამსახურში თქვენს ფუნქციონირებაზე- ჩვენ ყველა ვხვდებით სოციალურ სირთულეებს(თანამშრომლებთან ან თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემები...). ემოციური ინტელექტი დაგეხმარებათ ამ სირთულეების გადალახვაში, სამსახურში სხვების გაძღოლაში(თუ მენეჯერული პოზიცია გიკავიათ), სხვების მოტივირებაში.
ფიზიური ჯანმრთელობა - თუ არ შეგიძლიათ ემოციების მართვა, სტრეის მართვაც რთული იქნება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა. სტრესი ზრდის არტერიულ წნევას, თრგუნავს იმუნურ სისტემას, აჩქარებს დაბერების პროცესს.

ფსიქიკური ჯანმრთელობა- ემოციების ვერგაკონტროლებამ შეიძლება დაუცველი გაგხადოთ შფოთვისა და დეპრესიისგან. ამან შეიძლება გააძლიეროს თქვენი სოციალური იზოლირება და გაამწვავოს ნებისმიერი ფსიქიური პრობლემა.


თქვენი ურთიერთობები - ემოციების გააზრების და გაკონტროლების საშუალებით შეძლებთ უკეთ გამოხატოთ ის, რასაც გრძნობთ და გაიგოთ ის, რასაც სხვები განიცდიან. ეს საშუალებას გაძლევთ ეფექტური კომუნიკაცია დაამყაროთ და შექმნათ ძლიერი, მყარი ურთიერთობები როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. სოციალური ურთიერთობებით მიიღოთ ბედნიერების შეგრძნება.

დანიელ გოლმენი ამერიკელი ფსიქოლოგია, რომელმაც უფრო პოპულარული გახადა ემოციური ინტელექტი და შექმნა მისი მოდელი.გამოყო ემოციური ინტელექტის 5 ძირითადი ელემენტი: თვითცნობიერება, თვითრეგულირება, მოტივაცია, თანაგრძნობა, სოციალური უნარები.
1. თვითცნობიერება- თუ თქვენ თვითცნობიერება გაქვთ, ყოველთვის იცით, როგორ გრძნობთ თავს, შეგიძლიათ ემოციების იდენტიფიკაცია, იცით საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები.

2. თვითრეგულაცია - უნარი, აკონტროლოთ, მართოთ საკუთარი ემოციები, ქცევები, იმპულსური მოქმედებები. თვითრეგულაციის გაუმჯობესებისთვის გააცნობიერეთ თქვენი ღირებულებები, აირჩიეთ, რა არის ყველაზე პრიორიტეტული თქვენთვის, შეაფასეთ საკუთარი ქმედებები და მიჰყევით საკუთარი "ეთიკის კოდექსს". როცა იცი, რა არის ყველაზე ღირებული შენთვის, დილემის წინაშე აღმოჩენისას სწორ არჩევანს დაუფიქრებლად გააკეთებ. მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა საკუთარ თავს დააკისროთ, თუ სხვების დადანაშაულებას აპირებთ, როცა რაღაც არასწორად მიდის, შეჩერდით, აღიარეთ შეცდომები და გაუმკლავდით შედეგს. ამით თქვენ დაიმსახურებთ სხვების პატივისცემას.

3. მოტივაცია - თვითმოტვირებული ადამიანები მუშაობენ კონკრეტული მიზნების მიღწევაზე, აქვთ ძალიან მაღალი მუშაობის სტანდარტები. მოტივაციის გასაუმჯობესებლად გადახედეთ, თუ რატომ ასრულებთ თქვენს საქმეს, ადამიანებს მარტივად ავიწყდებათ ის, თუ რა უყვართ საკუთარ კარიერაში. იფიქრეთ, რატომ გინდოდათ ეს პოზიცია, სამსახური. იყავით ოპტიმისტი და ნუ ჩაიციკლებით ნეგატიურ დეტალებზე. ყოველი მარცხისას იპოვეთ რაღაც, რაც კარგია ამ სიტუაციაში, შეხედეთ მარცხს, როგორც ცხოვრების გაკვეთილს.

4. ემპათია - ასეთ ადამიანებს აქვთ უნარი, თავი სხვის ადგილას წარმოიდგინონ, უსმენენ მათ, ვისაც ეს სჭირდება.

5. სოციალური უნარები: ასეთუ უნარების მქონე ადამიანები კომუნიკაბელური არიან, ყოველთვის მზად არიან სხვების მხარდაჭერისთვის. შეუძლიათ ადამიანებზე დაკვირვებით იმის გაგება, რას გრძნობენ სხვები.





0
26
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან სოფრომაძე
რუსუდან სოფრომაძე
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0