x
image
მაია 24
წლის ბოლო მზის დაბნელება და ახალი ეპოქის დასაწყისი 21 დეკემბრიდან - რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები
image


2020 წლის 14 დეკემბერს, თბილისის დროით 20 საათსა 13 წუთზე, ახალმთვარეობაზე გვექნება მზის სრული დაბნელება, მშვილდოსნის ნიშანში. წლევანდელი წელი გულუხვი იყო დაბნელებებით და გილოცავთ, წელს ეს დაბნელება ბოლოა, მეექვსე. 30 ნოემბერს გვქონდა მთვარის დაბნელება, 14 დეკემბერს სრულდება ე.წ. დაბნელებების დერეფანი, რომელიც, როგორც წესი, გამოირჩევა ცხოვრებისეული გამოცდებითა და ფატალური შემთხვევებით. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, ზოგმა დერეფანი შეიძლება მსუბუქად გაიარა, ზოგმა ვერა. სხვათა შორის, მზის დაბნელება საუკეთესო დროა, რათა გათავისუფლდეთ ფსიქოლოგიური წნეხისა და სოციალური დამოკიდებულებისგან. ნებისმიერი საქმე, რაც დაბნელებების დერეფანში იწყება, რთულად მიმდინარეობს. გირჩევთ, შეძლებისდაგვარად მხოლოდ დაასრულოთ დაწყებული პროექტები, შეასრულეთ ყოველდღიური ვალდებულებები და არ დაიწყოთ არაფერი ახალი. თუმცა, უკვე 17 დეკემბრიდან შეძლებთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებას და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.


14 დეკემბერს, მთვარე და მზე მშვილდოსნის ზოდიაქოშია. დაბნელების პერიოდში პლუს/მინუს 2 დღე ადამიანებს შეიძლება განწყობა გაუფუჭდეთ ან ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. აკონტროლეთ საკუთარი თავი, თუ გული, სისხლძარღვები ან ჰიპერტონია გაწუხებთ. შეიძლება აგტკივდეთ თავი, მომატებულია ნერვიული ფონი, გაღიზიანებულობა. გაფრთხილდით ტრავმული დღეა და ავარიების რაოდენობაც იმატებს. არ გადაიტვირთოთ და ეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. დაბნელებამდე ერთი კვირით ადრე და შემდეგ დააკვირდით საკუთარ თავსაც და თქვენ გარშემო მომხდარ მოველენებსაც. საბედისწერო მოვლენების რაოდენობა მატულობს და ეცადეთ, დიდი დაკვირვებით მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მაშინ, როცა ემოციური ფონი დაგიმშვიდდებათ. სასურველია, თუ არაფერი გიფუჭდებათ, 17 დეკემბრის შემდეგ დაგეგმოთ ყველაფერი.


ახალმთვარეობას და მზის სრულ დაბნელებას ველოდებით მშვილდოსნის 24 გრადუსში. ცეცხლოვანი მშვილდოსანი ფილოსოფოსია, რომელიც წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევს. მას თვალსაწიერის გაფართოება სურს. ეს არის ახალი იდეების, შემოქმედობითობის სტიქია. გწამდეთ საკუთარი თავის, შესაძლებლობების და ხშირ-ხშირად უმეორეთ საკუთარ თავს, რომ თქვენ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ, სასურველს აუცილებლად მიაღწევთ. ეს სიტყვები შეგიძლიათ თქვენს შვილს ან მეუღლესაც უთხრათ. რეალურადაც, პლანეტები ისეა განლაგებული, რომ აქტიურად შეგვეძლება მიზნების განხორციელება.



დაბნელებამდე დაალაგეთ პირადი ნივთები, გათავისუფლდით ძველისა და უსარგებლოსგან. იყავით და იფიქრეთ პოზიტიურად და არავისთან იჩხუბოთ. სასურველია, 14 დეკემბრამდე 2-3 დღით ადრე დაიცვათ დიეტა, არ მიიღოთ ალკოჰოლი და ხორცეული.


დაბნელებამდე 1 საათით ადრე მიიღეთ კონტრასტული შხაპი. გამხნევდით, აანთეთ სანთელი და ბინას საათის ისრის მიმართულებით შემოუარეთ. ბედნიერება და სიყვარული უსურვეთ საკუთარ სახლს, ილაპარაკეთ იმაზე, რაც გსურთ, რომ მის კედლებში მოხდეს ჯანმრთელობით დაწყებული, მატერიალური კეთილდღეობით დასრულებული. ამგვარად იცავთ სახლს უარყოფითი ენერგიისგან და აღავსებთ დადებითით. დაბნელებამდე 15-20 წუთით ადრე ფურცელზე ჩამოწერეთ ის უსიამოვნო მოვლენები (შიში, ეჭვი, სიზარმაცე), რისგან გათავისუფლებაც გსურთ. ფურცელი დაწვით. თუ მოწევისგან გსურთ თავის დაღწევა, დაბნელებამდე, გააზრებულად მოწიეთ უკანასკნელი ღერი და სამუდამოდ დაემშვიდობეთ ამ ჩვევას. დაბნელების დადგომიდან უსურვეთ ჯანმრთელობა და ბედნიერება საკუთარ თავს და მთელ ქვეყანას.


სიყვარულის პლანეტა ვენერა პოზიტიურ ასპექტს აკეთებს ორ სოციალურ პლანეტასთან - სატურნი და იუპიტერი. რამაც შეიძლება დადებითად იმოქმედოს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. დაბნელებიდან რამდენიმე დღეში ზემოხსენებული სატურნი და იუპიტერი თხის რქიდან (მიწის სტიქია) მერწყულის ნიშანში (ჰაერის სტიქია) გადავლენ და პირველ გრადუსში შეუერთდებიან ერთმანეთს 21 დეკემბერს. ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი. ნუ გამოკიდებით ძველსა და დრომოჭმულს, იყავით მზად ახლისთვის და ზოგჯერ - მოულოდნელისთვისაც. 2021 წელს უამრავი რეფორმა და სიახლე გველოდება.


მზის დაბნელებიდან ერთი საათის განმავლობაში ჩამოწერეთ თქვენი სურვილები და მომდევნო წლის მთელი გეგმები, რაც გსურთ, რომ განახორციელოთ. დასასრულ აუცილებლად მიაწერეთ თარიღი, როდემდე უნდა აგისრულდეთ. ამგვარად სურვილი თქვენი მიზანი ხდება. მერე ჩამოწერეთ, რა გჭირდებათ თქვენი მიზნების განსახორციელებლად. მიზნები დაანაწევრეთ გეგმებად. რა ქმედებები მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე. მიზანი უნდა იყოს კონკრეტული. და რაც მთვარია, არ დაწეროთ ისეთი სურვილი, რაც ზიანს მოუტანს თქვენს ახლობლებს, გარშემო მყოფებს, ქვეყანას. არ დაწეროთ სურვილი ნაწილაკის "არა" გამოყენებით (მაგალითდ, არ დაწეროთ "არ მინდა ვიავადმყოფო" დაწერეთ "მე ჯანმრთელი ვარ" ან "გამოვჯანმრთელდი" - თუ ავადმყოფობდით). გეგმის კორექცია შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში, ყოველ თვეში, ახალმთვარეობის დღეს.


პოზიტიური დღეები ახალი საქმეების დასაწყებად 2020-2021 წლებში


2020 წლის 17 დეკემბრიდან 2021 წლის 29 იანვრამდე კარგი პერიოდია ახალი საქმეების დასაწყებად, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დასაგეგმავად. მომავალ წელს, 30 იანვრიდან პლანეტა მერკური რეტროგრადული ხდება (21 თებერვლამდე) ამიტომ, ეცადეთ, ამ პერიოდს არაფერი მნიშვნელოვანი, ავტომობილისა და კომპიუტერული თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვა არ დაამთხვიოთ. მომდევნო კარგი პერიოდი საქმეების დასაწყებად გვექნება 22 თებერვლიდან 20 მაისის ჩათვლით. ერთდერთი პერიოდი, როცა სიფრთხილე გმართებთ, 15-22 მარტის შუალედია. 30 მაისიდან 23 ივნისის შუალედში რეტროგრადული მერკურის ციკლს მზისა და მთვარის დაბნელებების დერეფანი ემატება და ამ პერიოდში არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ დაიწყოთ. 24 ივნისიდან 26 სექტემბრის და 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ისევ კარგი პერიოდი გველოდება და აუცილებლად გამოიყენეთ. ხოლო 29 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის შუალედში პლანეტა მერკური კვლავ რეტროგრადული იქნება. ხოლო 19 ნოემბრიდან 4 ოქტომბრის შუალედში ისევ გავივლით მთვარისა და მზის დაბნელებების დერეფანს.


ვისზე იმოქმედებს მზის დაბნელება ყველაზე მეტად?


პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მათზე, ვინც 11-17 დეკემბრის შუალედშია დაბადებული და მათზე, ვისაც პირადი პლანეტები (მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი) ჰყავს განლაგებული მშვილდოსნის 21-27 გრადუსში. კარგი პერიოდი დაგიდგათ და გააქტიურდით. აქტიურობა და პოზიტიური ცვლილებები ელით მათ, ვინც დაიბადა: 10-16 მარტს, 10-16 ივნისს და 12-18 სექტემბერს. საინტერესოა, თქვენს პირად რუკაში სად, რომელ სახლში ხვდება მშვილდოსნის 24-ე გრადუსი. ამ სფეროში მოხდება რაღაც განსაკუთრებული. ყველას მოგეთხოვებათ, იშრომოთ, იყოთ მომართული განვითარებაზე, სწავლასა და მოგზაურობაზე. შეისწავლეთ თქვენი შესაძლებლობები და ეცადეთ, მეტად გამოავლინთ ნიჭი. ნუ გაგიკვირდებათ, თუ დაბნელების პერიოდში, პლუს/მინუს 2 დღე, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება თქვენს ცხოვრებაში.


ასევე ნახეთ:


ახალმთავრეობისა და მზის დაბნელების პროგნოზი - როგორი იქნება მომდევნო 2 კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის


2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში


2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით



როგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს - ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალები



რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"



დაბადების დღის "მაგია" - რა უნდა გავაკეთოთ 7 დღით ადრე და მომდევნო 12 დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერი ვიყოთ



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

2
863
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
863
  
2020, 15 დეკემბერი, 2:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 13 დეკემბერი, 2:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2