სიახლეები უმარტივესი ხერხი ცემინების შესაჩერებლად 2020, 11 დეკემბერი, 1:20 შეიძლება დაცემინება დისკომფორტს გიქმნით, მაგრამ ის აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამ გზით, სხეული ბუნებრივად იცავს თავს გამაღიზიანებლებისგან და სხეულიდან გამოდევნის ბაქტერიებს.
ადვილია, როცა სახლში ხართ და არ გეუხერხულებათ არავისი, მაგრამ, როცა ხართ შეხვედრაზე, თათბირზე, გასაუბრებაზე თუ სხვა საზოგადოებაში, მაშინ ნამდვილად მოგინდებათ დაცემინების თავიდან აცილება, რაც სრულიად შესაძლებელია. ამ მეთოდით მარტივად შეძლებთ შეაჩეროთ დაცემინება, მაშინ როცა ის იწყება. დააწექით ორი თითი და მასაჟორული მოძრაობით დაიზილეთ თვალებს შორის, ცხვირის დასაწყისი ნაწილი ორივე მხრიდან, ისე როგორც ფოტოზეა მოცემული. 5 წამიანი მოძრაობაც საკმარისი იქნება, რომ ცემინება "გადაგინდეთ'. უბრალოდ, სცადეთ ეს მეთოდი აუცილებლად იმუშავებს, და თუ არა - უბრალოდ დააცემინეთ. გახსოვდეთ, არ შეიკავოთ ცემინება, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს თვალები, ყურის ბარაბანი. ან სისხლძარღვები. 124 შეფასება არ არის
|