საბუნებისმეტყველო ბუნების ყველაზე სისხლიანი პირმშო - წითელცრემლებიანი ხეები 2020, 10 დეკემბერი, 11:22 ხეები ცოცხალი ორგანიზმები არიან. თითქმის ყველა ხე ტირის მოჭრის დროს ''სისხლის ცრემლებით'', თუმცა არსებობს ხის ჯიში, რომელიც ნათლად გვიჩვენებს ადამიანის სისასტიკეს და უგულობას-ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე, ის ნამდვილად სისხლიან ცრემლებს ღვრის ნაჯახის დარტყმისას. ამ სურათის პირველად ხილვა ადამიანზე იმდენად დიდი შთაბეჭდილებას ახდენს, რომ ის კარგა ხანს შეიძლება გონზეც კი ვერ მოვიდეს, თუმცა ფაქტია, რომ ფლორის ეს საოცარი ქმნილება უკვე წლებია უმოწყალოდ იჭრება და ნადგურდება.
გარეგნულად ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი ხეა სახელწოდებით Pterocarpus angolensis . მას მეორენაირად აფრიკული უდაბნოს სანდალის ხესაც უწოდებენ. თუმცა ის უფრო ცნობილია ''სისხლიანი ხის'' სახელწოდებით. რომელიც ძირითადად გავრცელებულია აფრიკის სამხრეთ ნაწილში: ანგოლა, ზიმბაბვე, მოზამბიკა, ნამიბია, სვაზილენდი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ზამბია და ზაირი წითელი ხის სამშობლოდ ითვლება. საკმარისია ამ ხეს ტოტი მოტეხო ან ნაჯახით მიაყენო მცირეოდენი ჭრილობა, რომ ის მაშინვე იწყებს ტირილს სისხლიანი ცრემლებით. ეს იმიტომ ხდება, რომ სანდალის ხის წვენი (ფისი ) არის მუქი სისხლისფერი წითელი ფერის. ეს შეფერილობა განპირობებულია ხის წვენის შემადგენლობაში არსებული ტანინებით, რომლებიც ხასხასა წითელი ფერისაა. აფრიკაში წითელი ხის წვენს ტრადიციულად გამოიყენებენ როგორც ნატურალურ საღებავს. ადგილობრივები მას ურევდნენ ცხოველის ქონში და ამ მასით იღებავდნენ და იხატავდნენ სახეს და სხეულს. სანდალის ხე ძალიან ძვირფას და გამძლე მასალად ითვლება. მას გამოიყენებენ მაღალი ხარისხის ავეჯის და პარკეტის დასამზადებლად. ამ მიზნით უკვე წლებია გრძელდება ამ უნიკალური მცენარის მასობრივი ჭრა. კიდევ ერთი ხე, რომელიც სისხლის ცრემლებით ტირის, დრაკონის ხეა. დრაკონის ხე დრაცენასებრთა ოჯახიდანაა. ის ძირითადად იზრდება კანარის კუნძულებზე და კუნძულ სოკატრაზე. დრაკონის ხე - დრაცენას ჯიშის მცენარის სახეობაა, რომელიც აფრიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ხარობს. ძველი ინდური ლეგენდა გვიამბობს, რომ დიდი ხნის წინ არაბეთის ზღვაში მდებარე კუნულ სოკოტრაზე ცხოვრობდა სისხლისმსმელი დრაკონი, რომელიც თავს ესხმოდა სპილოებს, კლავდა მათ და სვამდა მათ სისხლს, მაგრამ ერთხელაც ერთი ბებერი და ძლიერი სპილო თავს დაესხა დრაკონს და მოკლა ის, თუმცა ამ ბრძოლაში თვითონაც დაიღუპა. მათი სისხლი ერთმანეთს შეერია და მორწყო დედამიწა. რამდენიმე ხნის შემდეგ ამ ადგილზე ამოვიდა უცნაური ხეები, რომლებსაც დრაცენა უწოდეს, რაც არაბულად ნიშნავს მდედრ დრაკონს. კანარის კუნძულების აბორიგენი მოსახლეობა ამ მცენარეს წმინდა ხედ თვლიდა, მის წვენს (სისხლს) კი სამკურნალოდ იყენებდა. ხის ფისი აღმოჩენილი იქნა პრეისტორიულ სამარხებში. როგორც ჩანს, მას ბალზამირებისთვის იყენებდნენ. დრაკონის ხის მსხვილ ღეროზე გადაშლილია მისი ვარჯი, რომელზეც წვეტიანი, ხშირი ფოთლები იზრდება. ხის სიმაღლე ზოგ შემთხვევაში 20 მეტრს აღწევს, ხოლო მისი ვარჯის სიგანე 4-5 მეტრს. დრაკონის ხეს გააჩნია დიდი, ორსქესიანი ყვავილები, რომლებიც შეკრულია ყვავილედებად. დრაკონის ხე დიდი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა. ზოგიერთი ეგზემპლარი 7000-9000 წელსაც კი ცოცხლობს. და ბოლოს ბონუსად ერთი უცნაური ფოტო: ფლორის კიდევ ერთი სისხლიანი წარმომადგენელი - სოკო სახელად სისხლიანი კბილი. 111 7-ს მოსწონს
|