სიახლეები გაფრთხილება ალერგიული პირებისთვის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის შესახებ 2020, 10 დეკემბერი, 11:17
გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინაციის პერიოდში ორ პაციენტს გამოუვლინდა მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, რომ იმ პირებმა, ვინც ალერგიულები არიან გარკვეულ მედიკამენტებზე, საკვებზე და სხვა ვაქცინებზე, დროებით თავი შეიკავონ კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებისგან. ამ დრომდე არ სახელდება, თუ რა მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები ჰქონდა იმ ორ პაციენტს, რომელთაც აცრის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნეს. თუმცა ამჟამად ისინი თავს კარგად გრძნობენ. ბუნებრივია, ნებისმიერი აცრის შემდეგ არსებობს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავისა და სახსრების ტკივილი, ტემპერატურის მატება, დაღლილობის შეგრძნება, თუმცა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ სურთ, მათ პაციენტებს სხვა მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები გამოუვლინდეთ, სწორედ ამიტომ, მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ. ასევე საინტერესოა: ახალი ტიპის დაავადება მედიკოსების თავსატეხი ხდება – გველოდება თუ არა ახალი პანდემია?!
41 3-ს მოსწონს
|