x
image
intermedia.ge
Mediator image
აბიტურიენტები BTU–სგან უფასო კურსებსა და ტრენინგებს მიიღებენ საჩუქრად
image


ჰაკათონი მომავალი IT სპეციალისტებისთვის, გადამზადების სასერტიფიკატო კურსი ციფრულ მედია მარკეტინგში, გადამზადების სასერტიფიკატო კურსი ბიზნესკომუნიკაციებში, გადამზადების სასერტიფიკატო კურსი კიბერუსაფრთხოებაში, პროფესიული ორიენტაცია - ტრენინგები პროფესიის სწორად არჩევისთვის, ტრენინგები პირველი ბიზნესის დასაწყებად – ეს მხოლოდ ნაწილია იმ იმ უფასო კურსებისა და ტრენინგებისა, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ აბიტურიენტს საჩუქრად სთავაზობს.


BTU-ს პროექტი 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და მასში მონაწილეობა მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე იქნება ხელმისაწვდომი ყველა მსურველისთვის. კონკრეტული კურსებისა და ტრენინგების თარიღები და სხვა დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად დაანონსდება. აქტივობებში ჩართვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: +995 571 003 056


და ან გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე



  • ჰაკათონი მომავალი IT სპეციალისტებისთვის - ონალინ ღონისძიება, რეალური პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო საინტერესო გზების ძიება და გამარჯვებულების დაჯილდოვება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ;
  • გადამზადების სასერტიფიკატო კურსი ციფრულ მედია მარკეტინგში: Google, YouTube, Facebook, Instagram, TikTok და სხვა საშუალებების ეფექტურად გამოყენებისთვის;
  • გადამზადების სასერტიფიკატო კურსი ბიზნესკომუნიკაციებში: როგორ ვიპოვოთ პირველი სამსახური, როგორ შევადგინო CV, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რის შესახებ ვისაუბრო გასაუბრებაზე და როგორ წარვმართო საქმიანი კომუნიკაცია;
  • გადამზადების სასერტიფიკატო კურსი კიბერუსაფრთხოებაში: როგორ დავიცვა კიბერჰიგიენა ყოველდღიურ ცხოვრებაში;
  • პროფესიული ორიენტაცია - ტრენინგები პროფესიის სწორად არჩევისთვის: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ დისკუსია და განხილვა მომავალი პროფესიის შესახებ სწორი არჩევანის გასაკეთებლად;
  • ტრენინგები პირველი ბიზნესის დასაწყებად: როგორ შევქმნა საკუთარი სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან და გავხადო ჩემი კომპანია წარმატებული.



თითოეული ამ კურისის გავლის შემდეგ მონაწილეებს ცოდნის დამდასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. გარდა აღნიშნულისა უნივერისტეტი აბიტურიენტებს მათემატიკის ოლიმპიადასა და გამარჯვებულ აბიტურიენტებსა დ ამათ მასწვლებლებს ფულად ჯილდოს სთავაზობს.


მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის BTU-სა და მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება. ოლიმპიადა სამ ეტაპიანი იქნება და მასში მონაწილეობა წინასწარ დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს შეეძლებათ. პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები კი ფულადი ჯილდოს მიიღებენ:



  • პირველი ადგილი: 1000 ლარი აბიტურიენტს + 1000 ლარი მათემატიკის მასწავლებელს;
  • მეორე ადგილი: 700 ლარი აბიტურიენტს + 700 ლარი მათემატიკის მასწავლებელს,
  • მესამე ადგილი: 500 ლარი აბიტურიენტს + 500 ლარი მათემატიკის მასწავლებელს.



ოლიმპადის სტარტს 2021 წლის 17 თებერვალს აიღებს. რაც შეეხება უნივერსიტეტის მიერ დაანონსებულ სხვა კურსებსა და ტრენინგებს, მათი დაწყების თარიღი ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

0
18
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0