სხვა კუბას სასაფლაოს საიდუმლოება, რა ემართებოდათ სხეულებს დაკრძალვიდან 5 წლის შემდეგ 2020, 9 დეკემბერი, 10:53 კოლონის სასაფლაო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი სასაფლაოა კუბაში. მან თავისი სახელწოდება ნაწილობრივ ქრისტეფორე კოლუმბის საპატივსაცემად მიიღო. კოლონის სასაფლაო საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში, რადგან იქ ბევრი ცნობილი ადამიანია დაკრძალული. თუმცა, ცოტამ თუ იცის იმ საშინელი საიდუმლოების შესახებ, რომელსაც სასაფლაო ინახავს. ადგილი ყველასთვის უბრალოდ არაა საკმარიის. ადრე საფლავებს თხრიდნენ, ძველ ნეშტებს იღებდნენ, ყრიდნენ და ახლებს ათავსებდნენ მასში. დაკრძალვის ფასი ყოველ 5 წელიწადში 10 დოლარს შეადგენდა, ამიტომაც თუკი ვადის ამოწურვის შემდეგ, ნათესავები არ გააგრძელებდნენ გადახდას, მესაფლავეები უბრალოდ იღებდნენ ნეშტს და ყრიდნენ. ძვლების ნარჩენების გროვა კი საკმაოდ დიდი იყო. საშინელებაა, მაგრამ ხალხი სპეციალურად დადიოდა ამ ადგილზე სურათების გადასაღებად. ეს ყველაფერი დღეს უკვე დავიწყებულია, სასაფლაოს კი სხვანაირი სახე აქვს, თუმცა წარსულის შეცვლა შეუძლებელია. 224 შეფასება არ არის
|