x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ახალი ტიპის დაავადება მედიკოსების თავსატეხი ხდება – გველოდება თუ არა ახალი პანდემია?!
image
ამერიკელი ექიმები ახალი დაავადების გავრცელების წინაშე დგანან. აქამდე უცნობი სინდრომი აშშ-ს დიპლომატებს თავდაპირველად კუბაში დაუდგინდათ.სწორედ ამიტომ მას “ჰავანას სინდრომის" სახელით მოიხსენიებენ. ამის თაობაზე აშშ-ს მთავრობამ უკვე გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება.

როგორც გაზეთ “THE GUARDIAN"- ის ონლაინ პორტალი იუწყება, დაავადების ახალი ტიპის სინდრომი გამოწვეულია მიზნობრივი რადიოსიხშირის “პულსირებული" ენერგიით.

დიპლომატებს, რომლებიც კუბაში მოღვაწეობდნენ, აღენიშნებოდათ გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და სხვა ამოუხსნელი სიმპტომები.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ “ჰავანას სინდრომი" დიდი ხნის განმავლობაში მრავალი სპეკულაციის საგანი იყო მისი გავრცელების ადგილისა და მთავრობის დუმილის გათვალისწინებით. სახელმწიფო მდივანი ჯერ კიდევ ოქტომბერში აცხადებდა, რომ “აშშ-ს მთავრობის მნიშვნელოვანი რესურსები" ეთმობა იმ საიდუმლოს ამოხსნას, რომელიც შეეხებოდა 40-ზე მეტი თანამშრომლის დაავადებას 2016-2018 წლებში.


აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მთავრობამ მხოლოდ ახლახანს გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება – მიზანმიმართული რადიოსიხშირეები ყველაზე სარწმუნო ახსნაა იმ საიდუმლოებით მოცული სიმპტომებისა, რომელიც დიპლომატებს დაუდგინდათ კუბასა და სხვა ქვეყნებში ამერიკის საელჩოებში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 2018 წელს იგივე მიზეზით ჩინეთიდანაც გამოიწვია თავისი დიპლომატები.

ასევე საინტერესოა:

იქნება თუ არა კორონავირუსზე აცრა იძულებითი?!

*

0
278
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0