x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მეგობრებო, მოქუჩდით სასწრაფოდ! ახალი თაობის ტელეფონებს, ყველას აქვს ეს ფუნქცია" - ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს მანჩო გიორგობიანი

image


სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას პულსოქსიმეტრთან დაკავშირებით ერთ სასარგებლო რჩევას აძლევს, რომელიც Covid-19-ის პანდემიის დროს თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. გიორგობიანის თქმით, პულსისა და სატურაციის საზომი, რომელიც სისხლში ჟანგბადისა და პულსაციის სიხშირეს განსაზღვრავს და აფთიაქებსა თუ ონლაინ გაყიდვების საიტებზე არც ისეთი იაფი ღირს რომ მისი შეძენა მოსახლეობის თითქმის ყველა ფენამ შეძლოს, მათ შეუძლიათ ანდროიდის სმარტფონის შემთხვევაში ანალოგიური ფუნქციის მქონე აპლიკაცია სრულიად უფასოდ გადმოწერონ და სისხლში ჟანგბადის დონე სისტემატურად აკონტროლონ რათა მოსალოდნელი საფრთხე თავიდან დროულად აიცილონ, "სამსუნგის" ტელეფონის შემთხვევაში კი სამოქალაქო აქტივისტი რეკომენდაციას აპლიკაცია - "samsung health"- ს უწევს: "მეგობრებო, მოქუჩდით სასწრაფოდ! ჩემმა ჭკვიანმა მეგობარმა Tamar Jacobs -მა გამახსენა, რომ ახალი თაობის ტელეფონებს, ყველას აქვს ეს ფუნქცია, ოღონდ აუცილებლად უკრემო, სუფთა თითებით უნდა!.. სატურაციის აპარატები აფთიაქეში 100 ლარზე მეტი ღირს. ონლაინ გაყიდვის საიტებზე კი 200 ლარამდე. თუ კარგი ანდროიდის პროგრამიანი ტელეფონი გაქვთ, გადმოწერეთ ეს აპლიკაცია და ისიც მშვენივრად მუშაობს. მე ტელეფონისას ვიყენებო - ასე მომწერა კომენტარში და ევრიკა!!! რატომ უნდა გადაყაროთ ფული, როდესაც თითქმის ყველას გვაქვს ამ აპლიკაციის უფასოდ გადმოწერის საშუალება და თუ თქვენ ვერ ახერხებთ, სთხოვეთ ახალგაზრდებს... ძალიან იოლია, დაადებთ თითს და რამდენჯერმე გადაამოწმებთ, ცდომილებას, არასწორ შედეგსაც გამორიცხავთ ... 100%_იანი არც სატურატორებია, იმასაც სჭირდება გადამოწმება... p.s. შოთა დევნოზაშვილმა ასეთი რეკომენდაცია მოგვცა.. ვისაც სამსუნგი აქვს მისთვის ფოტოზე მარჯვნივ, რომ არის აპლიკაცია samsung health მაგას ვუწევ რეკომენდაციას, მე მაგას ვხმარობ და აპარატში რამდენჯერმე გადამოწმების შემდეგ ზუსტად აჩვენებს" - დაწერა მანჩო გიორგობიანმა "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, რომ სპეციალისტებმა, რომლებმაც კოვიდ -19-ით გარდაცვლილი ადამიანების ორგანოების ცვლილებები შეისწავლეს, ყურადღება მიაქციეს, რომ ფილტვის ქსოვილში ხშირად რჩება დიდი რაოდენობის დაშლილი ერითროციტები და თრომბები.
პირველ რიგში, ეს პროცესი შეუძლია კორონავირუსის დროს სისხლის ოქსიგენაციის დაქვეითებამ გამოიწვიოს, რაც წარმოადგენს დაავადების მიმდინარეობის გაუარესების მაჩვენებელს.
ამიტომ, სახლში პულსოქსიმეტრის ქონა არა მხოლოდ ახლა, არამედ სამომავლოდაც შესანიშნვი იდეაა. ეს მარტივი და სწრაფი მეთოდი საშუალებას მოგცემთ სწრაფად მიაწოდოთ ექიმს ინფორმაცია, რომელიც დისტანციურ კონსულტაციას გიწევთ.


image





0
928
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
928