საერთაშორისო ხომ არ გინახავთ ოდესმე - ისინი დამნაშავეები არიან და იძებნებიან 2020, 6 დეკემბერი, 5:53 ყველას დაავიწყდა ბადრი ესებუა და მოპარული მილიონებიც, როდის დააკავებენ, ან საერთოდ თუ ეძებენ?
მაშინ როცა შსს-მ ჩაკეტილი საზღვრების პირობებში ვერ დააკავა ბანკის მძარცველი და დღემდე თავისუფალია, როგორ მოხდება ამ 22 დამნაშავის პოვნა??....
მ ო კ ლ ე დ ...დღეის მდგომარეობით ინტერპოლის წითელი ცირკულარით მთელი მსოფლიოს მასშტაბით 7430 კრიმინალზეა ძებნა გამოცხადებული. აქედან, 22 დამნაშავეს საქართველო ეძებს, მათ შორის 2 ქალს. ეს მხოლოდ საქართველო, თორემ ეროვნებით ქართველს კიდევ რუსეთი საფრანგეთი და აზერბაიჯანიც ეძებს რუსეთს აქვს გამოცხადებული 23 დამნაშავეზე ძებნა, საფრანგეთს 2-ზე, აზერბაიჯანსაც 2-ზე, ჯამში კი ინტერპოლით სულ 49 ეროვნებით ქართველი დამნაშავე იძებნება მსოფლიოში. დანაშაულებების კატეგორიებია მკვლელობა, ქურდობა, ყაჩაღობა, გამოძალვა, ქურდულ სამყაროს წევრობა, ტრეფიკინგი, სექსუალური ძალადობა, თაღლითობა და სხვა. წარმოგიდგენთ საქართველოს მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ 22 კრიმინალს. დავიწყოთ ქალებით: 1. ირმა ქაფიანიძებრალეულობა: თაღლითობა2. ლილა უსეინიბრალეულობა: ტრეფიკინგი, ტრეფიკინგი არასრულწლოვნებით, საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ყალბი დოკუმენტების დამზადება და გამოყენება3. აჭარის ყოფილი პირველი პირი ასლან აბაშიძე4. მინდია გორაძე (ზედმეტსახელად ლავასოღლი)ბრალეულობა: ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ჯგუფური გამოძალვის ორგანიზება; ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა5. ალექსანდრე ხუროშვილიბრალეულობა: გაზის ობიექტის მშენებლობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა6. ბაქარ ბოლოთაშვილიბრალეულობა: ქონების მითვისება, გაფლანგვა7. ნიკიფორე კუტალაძებრალეულობა: გატაცება, მკვლელობა8. ვაჟა კიკაძებრალეულობა: გატაცება, მკვლელობაში თანამონაწილეობა9. დავით ბერეჟიანიბრალეულობა: გატაცება, მკვლელობა10. დავით რუსიაბრალეულობა: გატაცება, მკვლელობა11. დავით გურციევიბრალეულობა: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, წამებაში მონაწილეობა12. ზაზა მაჩაბელიბრალეულობა: გატაცება13. კაკო ტუღუშიბრალეულობა: ე.წ. კანონიერი ქურდი; ქურდობა, ყაჩაღობა14. გია სირაძებრალეულობა: 1) სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება; 2) დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი იარაღის უკანონო შენახვა საკუთრების მითვისების მიზნით; 3) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება; 4) ძარცვა;გია სირაძე არის სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც 2005 წელს დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე 2016 წელს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 2014 წელს ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს, ამ საქმეში მონაწილე მაღალჩინოსნებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს და სოდ-ის ხელმძღვანელ ერეკლე კოდუას. 15. ვახტანგ გვრიტიშვილიბრალეულობა: მკვლელობა, ყაჩაღობა16. კობა რჩეულიშვილიბრალეულობა: მკვლელობა, ყაჩაღობა17. მალხაზ მეფისაშვილიბრალეულობა: 1) საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა; 2) თავისუფლების უკანონო აღკვეთა; 3) ძარცვა; 4) მკვლელობის მცდელობა18. ქოროღლი გადჟაევიბრალეულობა: გაუპატიურება, სექსუალური ძალადობა19. მამუკა ძაძამიაბრალეულობა: მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება20. ივანე სეფაშვილიბრალეულობა: განზრახ მკვლელობა21. ირაკლი ბაქრაძებრალეულობა: თავდასხმა, ყაჩაღობა, სხეულის დაზიანება22. დავით გრძელიძებრალეულობა: მკვლელობა1947 3-ს მოსწონს |
სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე, შსს-შეყვანილია შეცდომაში ყოფილი მძევალის კვარაცხელიას მიერ, რის გამოც იმედია სამართლებრივად აგებს პასუხს.
ესებუას კარგად ვიცნობ, არ ყოფილა ჩემი ჯარისკაცი, მაგრამ პირადად ვიცნობ და ვერანაირ მსგავსებას ბანკის მძარცველთან ვერ ვხედავ.
სამწუხაროდ აქ მეტს ვერ დავწერ გამოძიებისათვის ხელის შეშლად ჩამეთვლება.
ხვიბლიანებსაც ახლოს ვიცნობ, გამოძიებას მათთან არანაირი პრეტენზია არა აქვს, ერთერთმა გვარამია-კილაძის ტანდემს უჩივლა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
მაშინ როცა შსს-მ ჩაკეტილი საზღვრების პირობებში ვერ დააკავა ბანკის მძარცველი და დღემდე თავისუფალია, როგორ მოხდება ამ 22 დამნაშავის პოვნა??
ბადრი ესებუა არაა ის მძარცველი, ისევე, როგორც ვიცე-პოლკოვნიკ ხვიბლიანს და ჯარისკაცს ხვიბლიანს არა აქვთ არანაირი კავშირი ამ ძარცვასთან.
დამნაშავე დასაჭერია ეს აქსიომაა, მაგრამ ტვ "მთავარის" მიერ გაჟღერებული დეზინფორმაციის გამო მათ სამართლებრივად უნდა მოეკითხოთ!!!
სხვა რამეზე მაქვს აქცენტი, იმაზე რომ დამნაშავე ვერ დაიჭირეს.
შეიძლება არაა ესებუა, შეიძლება სხვა ვინმეა, თუმცა ვინც არ უნდა იყოს ის, ცალსახად დამნაშავეა, ამას მე არ ვიგონებ, მთელი ქვეყანა ლაივში ვუყურებდით. სასამართლოს განაჩენი ფორმალობა იქნება მხოლოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმცია.