საზოგადოება ცხოვრებაში არ დამიწერია ასეთი პოსტი, მაგრამ ....ვის მიმართავს ინგა გრიგოლია 2020, 5 დეკემბერი, 20:21 ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პოლიტიკური გაერთიანება გირჩის წევერებს მიმართავს. "Zurab Girchi Japaridze
Iago Khvichia
შერიგდით რა . არ მომწონს ეს ამბავი და მინდა ისევ ერთად გიხილოთ ორივე .ცხოვრებაში არ დამიწერია ასეთი პოსტი პოლიტიკოსების მიმართ, მაგრამ აი, თქვენ გიწერთ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ჯაფარას ტყუილად კი არ მივეცი. ღიად მოგმართავთ-შერიგდით რა"- წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, პარტია “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან საქმიანი ურთიერთობა დაასრულა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. “სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო. არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს. სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში. წარმატებას ვუსურვებ სამივეს. მჯერა, რომ ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო. ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ. „გირჩის“ მთავარი ბრძოლები წინაა“, – დაწერა ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 372 2-ს მოსწონს
|