კინო ,,უცნაურად გამოვიყურები"- ანა ტეილორ ჯოი თავს არასაკმარისად მიმზიდველად თვლის იმისათვის, რომ ფილმებში ითამაშოს 2020, 5 დეკემბერი, 12:28 ახალგაზრდა მსახიობმა დიდ ეკრანებზე გამოჩენისთანავე მიიქცია ყურადღება. კრიტიკოსები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა როგორც ჩანს, 24 წლის მსახიობი საკუთარ თავში ისე არაა დაწრმუნებული, როგორც სხვები არიან მასში დარწმუნებულნი. ნეტფლიქსის სერიალმა ანას მონაწილეობით მთავარ როლში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. “ლაზიერის გამბიტი" წლის სერიალად დასახელდა და მსახიობმაც ის ყურადღება მიიღო, რასაც ნამდვილად იმსახურებს.
ახლახანს კი გამომცემლობა the sun ის ინტერვიუში აღიარა, რომ უცნაურად გამოიყურება და თავს არასაკმარისად ლამაზად თვლის ფილმებში მონაწილეობისთვის. “ არ მგონია რომ ოდესმე საკუთარ თავს ლამაზად ჩავთვლი. შეყვარებულმა გამაფრთხილა, რომ სულელად გამოვჩნდები ამდაგვარი რამეების თქმას თუ გავაგრძელებ" გოგონას ამერიკული-არგენტინული-ბრიტანული გენები აქვს., , ზედმეტად ინგლისელი ვიყავი იმისთვის, რომ არგენტინელი ვყოფილიყავი, ზედმეტად არგენტინელი ინგლისელად ყოფნისთვის და ზედმეტად ამერიკელი კიდევ სხვად ყოფნისთვის". უცხოდ გრძნობდა თავს სკოლაშიც:“ ბავშვები უბრალოდ არანაირად მიღებდნენ, სკოლის კარადებშიც კი მკეტავდნენ". 67 შეფასება არ არის
|