x
image
მანჩო 777
"მელოტი ქათმები'' ისრაელიდან – 34-წლიანი გიჟური სელექციის შედეგი
თუ ამ ფოტოს შეხედვისას გაიფიქრეთ, რომ თქვენს წინაშე მორიგი ფოტოშოფია ან ადამიანების გასართობად შექმნილი ფრინველი-მუტანტი, ცდებით: ისრაელელმა სელექციონერებმა ქათმის ეს ჯიში გამოიყვანეს კონკრეტული მიზნებისათვის და მათ ამისათვის დაუღალავი შრომის მთელი 30 წელი დასჭირდათ.



image


''მელოტი ქათმის'' ჯიშის შექმნისას ჭკვიანი ებრაელები ცდილობდნენ ერთდროულად ორი მიზნის მიღწევას: ჯერ ერთი, შიშველ ქათმებს არ სჭირდება გაპუტვა. დამეთანხმებით, რომ ეს არც ისე სასიამოვნო პროცედურაა. მართალია ფერმებში საწარმოო კონტეინერები ამ საქმეს სწრაფად და იოლად აკეთებენ, თუმცა ამ დანადგარებში უამრავი ფული იხარჯება. მეორე, სუბიექტური მიზეზი კი ისაა, რომ ქათმები რთულად იტანენ ისრაელის აუტანელ სიცხეებს. თუ ფერმაში არაა სათანადო გაგრილების სისტემა, ფრინველები წყვეტენ ჭამას, მოძრაობას და იღუპებიან. აი ნუდისტი ფრინველები კი შესანიშნავად იტანენ სიცხეს, რაც საშუალებას იძლევა დიდი ეკონომია გაკეთდეს მათთვის სასურველი მიკროკლიმატის შესაქმნელად განკუთვნილი დანადგარების შეძენაზე.



image




რაც შეეხება კვერცხის დებას: მელოტი ქათმები საშუალოდ 3 დღეში ერთხელ დებენ კვერცხს, ასე რომ ეს ჯიში თავისუფლად შეიძლება გამოყენებულ იქნას კვერცხის მწარმოებელ ფერმებში.

აქვს თუ არა ქათმების გამელოტებას გვერდითი მოვლენები? - როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს "გვერდითი მოვლენები" აღმოჩნდა მაგარი ჯანმრთელობა და ძლიერი იმუნიტეტი. ასე რომ, ამ შემთხვევაში გვერდითი მოვლენა დიდ პლიუსად გადაიქცა. სელექციის დროს ერთი რამ გაუთვალისწინებელიც მოხდა: ქათმებს კანის შეფერილობა წითელი აქვს, თუმცა სწორედ ეს თვისება განაპირობებს მათ სიჯანსაღეს და გამძლეობის უნარს.



image


მიუხედავად იმისა, რომ სელექციით მიღებულ ''უკომპლექსო'' ქათმებს ძლიერი ჯანმრთელობა და სიცხის მიმართ ამტანობა აქვთ, ისრაელში ჯერ კიდევ არ ჩქარობენ მასობრივ წარმოებაში მათ ჩაშვებაზე. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სელექციური სამუშაოები იდეალური მდგომარეობის მისაღებად. ასე რომ, ''ნუდისტი'' ქათმების ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ებრაულ ფერმაში იზრდება. თუმცა ცოტაოდენი ხნის შემდეგ, სავარაუდოდ, დაიწყება მათი მასობრივად მოშენება და სულ მალე მელოტი ქათმები დაიპყრობენ მთელი მსოფლიოს ფერმებსა და მეფრინველეობის ფაბრიკებს.


image

8
300
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
300
  
2020, 5 დეკემბერი, 1:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 4 დეკემბერი, 23:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 4 დეკემბერი, 14:23
ცოდოებიიიიი
2020, 4 დეკემბერი, 14:23
კი, ამიტომ ვცდილობ ხოლმე სანამ თბილია მანამდე გავპუტო, "მეხორცე" მონადირე არა ვარ, 3-4 საკმარისია...
2020, 4 დეკემბერი, 14:21
აუ, ნანადირევი მართლა ძნელი გასაპუტია :(
2020, 4 დეკემბერი, 14:07
ეგეცაა, ნადირობა მიყვარს და გარეული იხვი ან ბატი, რომ მომაქვს შენ გაპუტეო მეუბნებიან ჩემები. :)))
2020, 4 დეკემბერი, 14:03
გაპუტვა არ დაჭირდებათ :დ
2020, 4 დეკემბერი, 14:01
რას ჰგვანან, სიცილით მოვკვდები ესენი, რომ ვნახო ახლოდან. :))
0 1 8