სიახლეები ესპანელი ექიმების შეცდომის გამო რამდენიმე ბავშვი " მაქციად" გადაიქცა 2020, 4 დეკემბერი, 12:51 ესპანელი მედიკოსების შეცდომის გამო რამდენიმე ბავშვი "მაქციად" გადაიქცა: მათ მთელ სხეულზე გაეზარდათ თმები. გაირკვა, რომ უმეცარმა ექიმებმა მათ კუჭის გაღიზიანების სამკურნალო პრეპარატის მაგივრად თმის საფარველის აღმდგენი წამალი დაალევინეს.
შემთხვევა ტორელავეგში, ესპანეთის პატარა ქალაქში მოხდა. ფოტოებზე კარგად ჩანს ბავშვების ზურგი და სხეულის სხვა ნაწილები როგორაა დაფარული ხშირი ბალნით. საავადმყოფოს ხელმძღვანელებმა აღიარეს, რომ რამდენიმე ბავშვს შეცდომით მიცსეს თმის ზრდის მასტიმულირებელი პრეპარატი მინოქსიდილი კუჭის რეფლუქსის სამკურნალო პრეპარატ ომეპრაზოლის ნაცვლად. პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე დღეში ბავშვებს დაეწყოთ თმების ამოსვლა ზურგზე, კიდურებზე და სხეულის სხვა ნაწილებზე, რის გამოც ისინი პატარა მაქციებს დაემსგავსნენ. აღშფოთებულმა მშობლებმა საჩივარი შეიტანეს მედპერსონალის წინააღმდეგ. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სულ დაზარალებულია 20 ბავშვი. საჩივარი მშობლებმა ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში შეიტანეს, თუმცა თითქმის 1, 5 წლის გასვლის შემდეგ პატარებს ჯერ კიდევ ეზრდებათ თმები უადგილო ადგილებზე. მშობლებმა აგრეთვე საჩივარი შეიტანეს წამლის მწარმოებელი კომპანიის და მისი ლაბორატორიის წინააღმდეგ. დაზარალებულ ბავშვებს, რომლებიც მინოქსიდილს იღებდნენ, განუვითარდათ ჰიპერტრიქოზი, რის გამოც მათ კანზე ზედმეტი თმები გაჩნდა. ზოგიერთი მშობელი ამტკიცებს, რომ მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, მათ შვილებს ჯერ კიდევ ეზრდებათ თმები. ამიტომ ისინი ითხოვენ ფულად კომპენსაციას მათი ოჯახებისათვის მიყენებული მორალური და ფიზიკური ზიანისათვის. 350 10-ს მოსწონს
|