x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დიდ ბრიტანეთში შიშისმომგვრელი ღრუბლები გამოჩნდა(ვიდეო)
image
დიდ ბრიტანეთში კენტის საგრაფოს ქალაქ მეიდსტოუნის მაცხოვრებლები არაჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენის მომსწრენი გახდნენ. ქალაქის ცის თავზე ფანტასტიკური და შიშისმომგვრელი ღრუბლები გამოჩნდა, ცნობილი როგორც "ასპერატუსი".


ასეთი ღრუბლებისთვის დამახასიათებელია ტალღოვანი სტრუქტურა, არაერთგვაროვანი სისქე და განსაკუთრებული ნათება, რის გამოც ისინი საკმაოდ შიშისმომგვრელად გამოიყურებიან, რისთვისაც მას "ყველაზე საშინელ ღრუბლებს უწოდებენ მსოფლიოში".


სხვათა შორის, ამ ტიპის ღრუბლების იდენტიფიკაცია მეცნიერებმა მხოლოდ 2011 წელს მოახდინეს.

image


1953 წლამდე ასეთი ღრუბლები არც არავის უნახავს. მაგრამ 2000-იანი წლებიდან მოყოლებული ისინი უფრო და უფრო ხშირად ჩნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში.

მათ შორის დიდი ბრიტანეთში, აშშ-ში, ნორვეგიაში, ესტონეთში, საფრანგეთიში, ბელგიაში, ახალი ზელანდიაში და რუსეთში.

image



ასპერტუსის გაჩენას ექსპერტები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.


აი როგორ აღწერს ასპერიტას International Cloud Atlas-ი




კარგად გამოკვეთილი ტალღისებრი სტრუქტურები ღრუბლის ქვედა ნაწილში, რომლებიც ჰორიზონტალურ სიბრტყეში უფრო არარეგულარულია და ქაოსური, ვიდრე undulatus სახეობა. ასპერიტას ახასიათებს ლოკალიზებული ტალღების არსებობა ღრუბლის ძირში, როგორც გლუვი, ასევე ხაიოანი მცირე ელემენტებით, ზოგჯერ წვეტიანი ბოლოთი, თითქოს დამკვირვებელი უხეში ზღვის ზედაპირს უყურებს წყლის ქვემოდან. განათების სხვადასხვა ხარისხს და ღრუბლის ენერგიას შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ვიზუალური ეფექტი.

0
126
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0