ქალი და მამაკაცი სიძის ნათესავები პატარძალს ქალწულობაზე დამამცირებელ ტესტს უტარებენ(ვიდეო) 2020, 2 დეკემბერი, 17:28 ურგენჩიდან, უზბეკეთი, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ საქმროს ნათესავები პატარძალს ქალწულობაზე უტარებენ დამამცირებელ ტესტს. როგორც ცნობილი გახდა, საქორწილო ცერემონიალის შემდეგ, სიძე მოულოდნელად დაეჭვდა გოგონას უბიწოებაში. მისმა ოჯახმა საკუთარი მეთოდებით გადაწყვიტა სიმართლის გარკვევა . ქალები პატარძალს გაშიშვლებას აიძულებენ და თან ამას ყველაფერს ვიდეოზე იღებენ. პარალელურად, გოგონა ტირის, როდესაც მას შეურაცხმყოფელ დაკითხვას უწყობენ. პატარძლის მამინაცვალმა განაცხადა, რომ მხოლოდ ქორწილის შემდეგ შეიტყვეს მათ, რომ საქმრო ადრე გაუპატიურების გამო იყო ნასამართლევი, წერს upl.uz. ასევე, ბიჭის ნათესავებმა საქორწინო ცერემონიალისთვის მამინაცვალს 50 მილიონი სუმი მოსთხოვეს. როდესაც მან ფულის გადახდა ვერ შეძლო, მათ ვიდეო გაავრცელეს ქსელში. ინციდენტის მონაწილეები დააკავეს, ცხრა პირზე გამოძიება მიმდინარეობს. ნოემბრის შუა რიცხვებში მედიაში გავრცელდა ქორწილის კადრები, სადაც ფილიპინებში, ქალაქ მამასპანოში 13 წლის გოგონა ცოლად გააყოლეს 48 წლის მამაკაცს და ახლა მას მოუწევს მისავე თანატოლ შვილებზე ზრუნვა, რომელიც მამაკაცს წინა ქორწინებიდან ჰყავს. 938 6-ს მოსწონს
|