x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ახალი კოვიდ მონაცემები დედოფლისწყაროდან — 4 გარდაცვლილი, 168 გამოჯანმრთელებული
image

.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში covid 19-ით ინფიცირების სულ 359 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის უკვე გამოჯანმრთელდა 168, გარდაიცვალა - 4, სტაციონარში მკურნალობს - 10, ბინაზე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა - 177 ადამიანი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფიცირებულთან კონტაქტირებული 321 ადამიანია თვითიზოლაციაში.
.
ბოლო გარდაცვალების შემთხვევა 1 დეკემბერს დაფიქსირდა არბოშიკში. კორონავირუსით 69 წლის ქალი გარდაიცვალა. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, პაციენტი საგარეჯოს “ჯეო-ჰოსპიტალსის” კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკიდან გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. მედიკოსების განმარტებით, პაციენტს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
.
როგორც დედოფლისწყაროს ტელევიზიამ გაარკვია, ინფიცირებული პაციენტების სრული უმრავლესობა მკურნალობას ბინაზე გადის. მათ ონლაინ კონსულტაციას გურჯაანის ონლაინ კლინიკის მედიკოსები უწევენ და ყოვედღიურად აკონტროლებენ.
.
2 დეკემბრის მონაცემებით კახეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია:

.


ახმეტა - 309, გურჯაანი - 812, დედოფლისწყარო - 359, თელავი - 1152, ლაგოდეხი – 578, საგარეჯო - 408, სიღნაღი-250 ყვარელი -352.


ამ ეტაპზე მკურნალობს 2142 მოქალაქე, აქედან 1925 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 27 კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 190 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში.


თვითიზოლაციაში მყოფ რჩება 2457 ადამიანი, რეგიონის მასშტაბით საკარანტინო ზონებში კი იმყოფება 67. მზარდი დაინფიცირების მიუხედავად, შედარებით გაიზარდა გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობაც. ბოლო რამდენიმე საათში ვირუსი 113- მა მოქალაქემ დაამარცხა და ეს რიცხვი 1, 994-მდე გაიზარდა. კახეთის რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ბოლო რამდენიმე თვეში, 28 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

.

დღეიდან ორი თვის განმავლობაში, 1-ელ თებერვლამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, – ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი განმარტებით, სახელმწიფო დღეში, დაახლოებით, 20 ათას ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ გაკეთებული ტესტების რაოდენობა.

0
86
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0