ტურიზმი უჩვეულო სასტუმროები, რომლებიც თავიანთი მომსახურებითა და კონსტრუქციით გაგაოცებთ 2020, 30 ნოემბერი, 23:20 სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე უცნაურ სასტუმროებს, რომლებიც სტუმარს აოცებს, შოკს გგვრის, ჰპირდება ახალი შთაბეჭდილებებისა და დაუვიწყარი ემოციების ზღვას.
La Villa Hamster ("ზაზუნას სახლი") - საფრანგეთი
სასტუმროს "ზაზუნას სახლს" უწოდებენ. იდეის ავტორების ჩანაფიქრი ისაა, რომ სტუმარი იმყოფება ოთახში და გრძნობს თავს, როგორც ნამდვილი ზაზუნა გალიაში. "Hedonism" - სასტუმრო ნუდისტებისათვის (იამაიკა)
ეს სასტუმრო განკუთვნილია იმათთვის, ვისაც ტანსაცმლის ჩაცმა არ უყვართ.ცხოვრების საფასური არც ისე დიდია, ერთი ღამის გათენება 50-დან 100 დოლარამდე ღირს. სასტუმრო "პოსეიდონი" - ფიჯი
თუ გიყვართ დაივინგი (წყალქვეშა ტურები), მაშინ სასტუმრო, რომელიც მდებარეობს წყალში, აშკარად თქვენი გემოვნებისაა. სასტუმრო ფიჯის კუნძულზე გაიხსნა 2010 წელს და მალევე გახდა პოპულარული, თუმცა არც ისე იაფი სიამოვნებაა. ჟირაფების მამული - ნაიორობი, კენია სასტუმრო "ჟირაფების მამული" ააშენეს გასულ საუკუნეში, შოტლანდიური სანადირო სახლის სახით. იგი 80-იან წლებში გადააკეთეს სასტუმროდ. ჟირაფების ამ საცხოვრებელში ყოფნა საშუალებას მოგცემთ, უცქიროთ ულამაზეს ცხოველებს თქვენი ნომრის ფანჯრიდან, ასევე, შეგიძლიათ, თქვენივე ხელებით დააპუროთ ისინი და გადაიღოთ ჟირაფებთან ერთად ფოტო. Amazon Towers Hotel - ბრაზილია
ბრაზილია მოგზაურობის მოყვარულებს აოცებს ჯუნგლებში, ხეებზე აშენებული სასტუმროთი. Propeler Island City Lodge - გერმანია
ეს სასტუმრო მნახველს აოცებს თავისი არქიტექტურული დიზაინით. ნომერში ნახავთ დახრილ იატაკებს, კედლების უჩვეულო გაფორმებას, კუბოს ფორმის საწოლებს და სხვა უცნაურობებს.
Dasparkhotel - ავსტრია
ამბობენ, რომ ესაა სასტუმრო-კანალიზაცია, მაგრამ ეს ასე არაა. უბრალოდ სასტუმროს მშენებლობისას გამოიყენეს მილები, რომლებიც კანალიზაციისათვის გამოიყენება. ამ სასტუმროს სუსტი მხარეა ის, რომ არ აქვს საშხაპე და ტუალეტი. ნომრების რაოდენობა დეკლარირებულია და სტუმრებს შეუძლიათ, თვითონ დაადონ ნომერს ფასი, კმაყოფილების ხარისხის შესაბამისად.
სასტუმრო-ციხე - ავსტრალია
ეს სასტუმრო ერთგვარად საზარელია იმ მხრივ, რომ შიგნიდან და გარეთაც ციხეს ჰგავს. 120 წელზე მეტი ხნის წინ პატიმრებს აქ ამწყვდევდნენ, მერე კი შენობა სასტუმროდ გადააკეთეს. მასზე სხვადასხვა ჭორი ვრცელდება, თუმცა ტურისტებს მაინც იზიდავს. სასტუმრო-თვითმფრინავი - კოსტა-რიკა
კოსტა-რიკას სასტუმროში დასვენებისას თავს ისე იგრძნობთ, თითქოს ლაინერის ბორტზე იმყოფებოდეთ. აქ არის ყველაფერი ის, რაც თქვენ გჭირდებათ. ერთ ღამეში იხდით 400 დოლარს. ყინულის სახლები - შვეცია
თუ თქვენ გიყვართ ყინულის მთების ყურება, მაშინ შეგიძლიათ, აქ დაისვენოთ. ყინულის სასტუმროში ტემპერატურა აჩვენებს -5-დან -10 გრადუს ცელსიუსამდე. ერთი ღამის გათენება ყინულის სასტუმროში 700 დოლარი დაგიჯდებათ.
Ten Luxor-ლას-ვეგასი
ეს უჩვეულო სასტუმრო პროექტირებულია ეგვიპტური პირამიდების ყაიდაზე. ნომრის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად რომელს აიღებთ, რამდენადაც ყოველი ნომერი განსაკუთრებულია. 47 შეფასება არ არის
|