x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პატარძალმა იცრუა,თითქოს და სიმსივნე ჰქონდა,იმისთვის,რომ მის მეგობრებს "საოცნებო ქორწილი" გადაეხადათ მისთვის

image

ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში 29 წლის ტონი სტენდენს ძალიან სურდა მდიდრული საქორწილო დღესასწაულის მოწყობა. მაგრამ მას და მის რჩეულს, ჯეიმსს, ფულის დახარჯვა ენანებოდათ, ამიტომ პატარძალმა თავი მოისაწყლა, ვითომდა ინკოლოგიური პაციენტი იყო და ითხოვა ფულის შეგროვება ქორწილისთვის, რადგან "ის იმსახურებდა". იუწყება Mirror-ი.

image

- მას "ოსკარის" აღებაც კი შეეძლო, ისე კარგად ითამაშა. მან ყველა მოგვატყუა. ჩვენ ყველანისრულად ვიყავით ამ პროცესში ჩართულნი, - განუცხადა ჟურნალისტებს პატარძლის მეგობარმა ჩერილმა, რომელმაც 525 გირვანქა სტერლინგი შესწირა დაქალს.


image

ის არ იყო სტენდენის ერთადერთი მეგობარი, ვინც "მომაკვდავი" პატარძლის ამბავი დაიჯერა, რადგან "კიბოს მსხვერპლის პატიოსნებას ან წესიერებას ვერავინ დააყენებდა ეჭვქვეშ". უფრო მეტიც, თაღლითს კიდევ ერთი კოზირი ეჭირა - 57 წლის მამა, რომელიც ნამდვილად განუკურნებელი სენით იტანჯებოდა და ალბათ მალე მოკვდებოდა.


image

-იგი ამტკიცებდა, რომ მას ორი თვეღა ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ თანხის შეგროვება დაიწყო იმიტომ, რომ მამის გარდაცვალებამდე მოესწრო ყველაფერი, რადგან სწორედ მას მოუწევდა მის საკურთხეველთან მიყვანა”, - ამბობენ ჟურნალისტები.


ამ ამბით შეძრული გოგონას მეგობრები დატრიალდნენ და საბოლოოდ 8, 5 ათასი გირვანქა სტერლინგს შეგროვება შეძლეს. სტენდენის მამამ ქორწილამდე ვერ იცოცხლა, სამაგიეროდ მან არა მხოლოდ პომპეზურად აღნიშნა ზეიმი, არამედ მეუღლესთან ერთად რამდენიმე საქორწილო მოგზაურობაც მოაწყო.

image

რაღაც მომენტში, გოგონას ახლობლები დაეჭვდენ, რომ თითქოსდა მისი სოცოცხლის დღეები დათვლილი იყო.


ბოლო წვეთი იყო ტონი სტენდენის მტკიცება, რომ იგი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შემდეგ მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა მას ტელეფონით არასასიამოვნო შეკითხვები მაინც დაუსვა და ამის შემდეგ მან ყველაფერი აღიარა. საუბრის ჩანაწერი თაღლითობის მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა, განაჩენი უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.

0
86
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0