საზოგადოება თუ დისტანციურად მუშაობ და არ იცი, როგორ გამოიყენოს ბავშვმა დრო პროდუქტიულად, დარეგისტრირდი gudabooks.ge-ზე 2020, 30 ნოემბერი, 14:02 ეპიდემიის გამო, ჩვენი სახლები ოფისებად, სკოლებად თუ უნივერსიტეტებად გადაიქცა. ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ სანამ მშობლები საქმიან წერილებს გზავნიან ან გაკვეთილებს ატარებენ, შვილებს საკმარისი დრო ვერ დაუთმონ. ამ დროს, ლოგიკურია, ისმის კითხვა: როგორ დავეხმარო ბავშვს დროის პროდუქტიულად გატარებაში, როცა მე დისტანციურად ვმუშაობ? პასუხი თითქოს მარტივია – „წიგნი წავაკითხოთ“. თუმცა აქაც ვაწყდებით დაბრკოლებებს. ბავშვები დღის პირველ ნახევარში ონლაინგაკვეთილებს ესწრებიან, მათი მზერა ეკრანებისკენ არის მიმართული, თვალი იძაბება და იღლება. არანაკლებ განიცდის თვალი ზეწოლას დღის მეორე ნახევარში, როდესაც მოსწავლე მეორე დღისთვის მეცადინეობას იწყებს. ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღის საათები კარგად იყოს დაგეგმილი; ჰქონდეთ დრო, როგორც მეცადინეობისთვის, ასევე დასვენებისა და განტვირთვისთვის. რადგან სწავლების სისტემიდან გამომდინარე, ბავშვები ისედაც დიდ დროს ატარებენ კომპიუტერის ეკრანის წინ, განტვირთვის საშუალებად ნუ აირჩევთ კომპიუტერულ თამაშებს. გარდა იმისა, რომ ინტერნერტთამაშები მხედველობაზე მოქმედებს უარყოფითად, ასევე ცუდ გავლენას ახდენს ბავშვთა მენტალურ ჯანმრთელობაზე. იმისათვის, რომ ბავშვებმა დრო პროდუქტიულად გაატარონ და ამავე დროს, თვალებიც არ გადატვირთონ, კარგი დამხმარეა აუდიოწიგნები. აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge მშობლების მარჯვენა ხელის როლს შეასრულებს. საიტზე ქართულად გახმოვანებული ასობით წიგნია თავმოყრილი, მათ შორის საბავშვო ლიტერატურაც, რომელიც ბავშვებს თავისუფალ დროს სასიამოვნოდ გაატარებინებს. აუდიოწიგნების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მათი მოსმენის დროს თვალზე ზეწოლა არ ხდება, სმენა - პირიქით, გამახვილებულია და ბავშვის ფანტაზიას გასაქანი ეძლევა. ასევე აუდიოწიგნები გაკრვეულწილად ნოსტალგიურ განწყობასაც ქმნის - თითქოს მშობელი უკითხავთ წიგნს, როგორც შორეულ ბავშვობაში. ასე რომ, ხმა, რომელიც თქვენი მობილურიდან თუ კომპიუტერიდან გამოვა, პატარებისთვის მოულოდნელი სულაც არ იქნება. როგორ შევარჩიო აუდიოწიგნები ბავშვებისთვის? საიტზე gudabooks.ge ნახავთ საბავშვო ლიტერატურას. წარმოდგენილია როგორც ქართველი, ისე უცხოეული ავტორების ზღაპრები და მოთხრობები. ყოველი მათგანი მეგობრობის, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოგვიწოდებს, აქ არც ძალადობაა (გავრცელებული ინტერნეტთამაშებისგან განსხვავებით). დარეგისტრირდი gudabooks.ge-ზე და შეიძინე აუდიოწიგნი მხოლოდ 10 თეთრად რადგან ასეთი მნიშვნელოვანია წვდომა საბავშვო ლიტერატურაზე, „გუდა“ სიმბოლურ ფასად, სულ რაღაც 10 თეთრად, გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ჩამონათვალიდან თქვენთვის სასურველი საბავშვო წიგნი შეიძინოთ და მოუსმინოთ. ამისათვის საკმარისია დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე gudabooks.ge და სასურველი წიგნი შეარჩიოთ. ჩაურთეთ ბავშვს აუდიოწიგნი, თქვენ კი საქმეებს დაუბრუნდით. 10-20-წუთიანი ასეთი „სეანსები“ დადებითად იმოქმედებს ბავშვის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე; განუვითარებს წარმოსახვის უნარს და რაც მთავარია, მოსმენას ასწავლის, რაც ცოდნის ათვისებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. 5 3-ს მოსწონს
|