ნამცხვრები "ზამთრის ზღაპარი" - საახალწლო ნამცხვარი 2020, 29 ნოემბერი, 21:15 "ზამთრის ზღაპარი" ფანტასტიკურად უგემრიელესი, მსუბუქი, ჰაეროვანი და ძალიან მარტივად მოსამზადებელი ნამცხვარია. ნამცხვრის ბეზე მოხარშული რძის კრემითა და შაქრიანი მოცვით ნებისმიერ დღესასწაულს უხდება, განსაკუთრებით კი ახალ წელს. საჭირო პროდუქტები: მერენგისათვის (ბეზე): კვერცხის ცილა - 4 ცალი; შაქარი - 1ჭიქა;ვანილი - 1 ჩაის კოვზი; ლიმნის წვენი - 1/4 ჩაის კოვზი; კრემისათვის
დარბილებული კარაქი (მარგარინი)- 200გრამი; მოხარშული რძე - ნახევარი ქილა (ან ცოტა მეტიც);
სიროპისათვის
წყალი - 100 მლ.; შაქარი - 100 გრამი; მოცვი (გაყინული) - 200 გრამი; შაქარი-გემოვნებით;
1.მოამზადეთ ბეზე: თქვიფეთ ცილა, შაქარი, ვანილი და ლიმნის წვენი 1-2 წუთის განმავლობაში. 2. გააგრძელეთ ათქვეფა ორთქლზე, სანამ მიქსერით სასურველ შედეგს არ მივაღწევთ. ცილიანი ჭურჭლის ფსკერი არ უნდა ეხებოდეს მდუღარე წყალს. 3.ავიღოთ ორთქლიდან მასა და გავაგრძელოთ მიქსერით თქვეფა 5-10 წუთი. 4.ცილის კრემი (ბეზე) მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში (ტოპრაკში), ვარსკვლავის ნაცხთან ერთად. 5.საკონდიტრო ტომრით კრემისაგან ვაკეთებთ ბუდეს ფორმას. 2 საათის განმავლობაში ვაშრობთ ღუმელში, 105 გრადუსზე და კიდევ 1 საათი 90 გრადუსზე. 6.ვადუღებთ სიროპს შაქრისა და წყლისაგან. 7.ცხელ სიროპში ვყრით გაყინულ მოცვს. ვაჩერებთ კენკრიან მასას 3-8 საათის განმავლობაში. 8.კრემისათვის ვთქვიფავთ შესქელებულ რძესა და დარბილებულ კარაქს. 9.საკონდიტრო ტომრით გაკეთებული ბუდეები ამოვავლოთ კრემში. 10.გამომცხვარი ბეზე კრემით ზევიდან მორთეთ სიროპში ამოვლებული შაქრიანი მოცვით .. და მიირთვით გემრიელად! 13 1-ს მოსწონს
|