საზოგადოება «გთხოვთ, არ მაკოცოთ» – როგორ ებრძვოდნენ გასულ საუკუნეში ინფექციურ დაავადებებს (12 ფოტო) 2020, 30 ნოემბერი, 9:48 XX საუკუნის დასაწყისში, ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიც არის ტიფი, ტუბერკულიოზი, პოლიომელიტი და გრიპი, ფართოდ იყო გავრცელებული. ხოლო, დაავადებასთან ბრძოლა – ჩანასახაოვან მდგომარეობაში იყო... აქ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ, რამდენიმე საარქივო ფოტოს გთავაზობთ: ჩვილს მკერდზე ნიშანი უკეთია, რომელზეც წერია, რომ გრიპისგან დაცვის მიზნით, მისი კოცნა არ შეიძლება. იგივე წარწერაა გაკეთებული საბავშვო ეტლზე მიმაგრებულ აბრაზე. დიდი ბრიტანეთი, გასული საუკუნის 30-იანი წლები. ექიმი, ტიფის აფეთქების დროს, კ. ელისიდან ჩამოსული იმიგრანტების ბავშვებს სინჯავს. ნიუ-იორკი, 1911 წ. ყვითელი ცხელებით დაავადებული პაციენტი იზოლირებულ ბოქსში წევს. პანამა, 1910 წ. ![]() პოლიომელიტით დაავადებული ბავშვი, ფანჯარასთან, სუფთა ჰაერზე დააწვინეს. ხოლო, ფანჯრის გვერდით წარწერაა, რომელიც გამვლელებს აფრთხილებს, რომ იმ ადგილიდან თავი შორს დაიჭირონ. 1900 წ. ![]() პაციენტი ნიღაბით, ესპანური გრიპის ეპიდემიის დროს. 1919 წ. ![]() მამაკაცი თავღია ავტობუსის იატაკს გრიპის საწინააღმდეგო სითხეს ასხურებს. ლონდონი, 1920 წ. პოლიციელი და მეეზოვე, ესპანური გრიპის პანდემიის დროს. ნიუ-იორკი, 1918 წ. ![]() მამაკაცი ავტომობილს დეზიმფექციას უტარებს. დიდი ბრიტანეთი, 1933 წ. ![]() გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ლონდონი, 1922 წ. ![]() წყვილი, გრიპისგან თავდაცვის, ანტისეპტიკურ ნიღაბში. ლონდონი, 1930 წ. ![]() გამყიდველები დამცავ პირბადეებში. ლონდონი, გასული საუკუნის 30-იანი წლები ბრიტანელი მეზღვაურები, გრიპისგან თავდაცვის მიზნით, ყელში ანტისეპტიკურ საშუალებას ივლებენ. 1933 წ. ![]() ![]() ![]() არხის სხვა სიახლეები:![]() ![]() ![]() 1. იაპონელმა მეცნიერებმა COVID-ით ინფიცირების ახალი რისკი აღმოაჩინეს 2. როგორ დავიცვათ თავი COVID-ისგან 5-ჯერ უფრო ეფექტურად – მეცნიერების ახალი აღმოჩენა 3. უმრავლესობა სამედიცინო პირბადეს შეცდომით ატარებს 4. დასახელდა საბავშვო ვაქცინა, რომელიც COVID-19-გან იცავს227 4-ს მოსწონს
|