x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ახალი მონაცემები დედოფლისწყაროში ინფიცირებულების შესახებ
image


28-29 ნოემბერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 16 ახალი კოვიდ დადებითი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 315-ს მიაღწია. (299+16). 27 ნოემბრამდე მხოლოდ 299 შემთხვევა იყო დადასტურებული. გარდაცვლილია ორი მოქალაქე, გამოჯანმრთელდა 118 პაციენტი.


როგორც დედოფლისწყაროს ტელევიზიამ გაარკვია, ინფიცირებული პაციენტების სრული უმრავლესობა მკურნალობას ბინაზე გადის. მათ ონლაინ კონსულტაციას გურჯაანის ონლაინ კლინიკის მედიკოსები უწევენ და ყოვედღიურად აკონტროლებენ.


დედოფლისწყაროს ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ მხოლოდ 11 პაციენტია გადაყვანილი სტაციონარში, შედარებით გართულებული სიმპტომებით და სხვადასხვა თანმხლები დააავადებებით.



დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, 20 ნოემბერს 200 შემთხვევა იყო აღრიცხული, დღეს კი მათი რიცხვი სამასს აჭარბებს.


ბოლო საათებში კახეთის რეგიონში კორონავირუსის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით კი სულ 3 582 ადამიანია ინფიცირებული.


დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობიდან ახმეტაში -33, გურჯაანში -36, დედოფლისწყაროში -16, თელავში - 44, ლაგოდეხში- 58, საგარეჯოში -12, სიღნაღში - 9 და ყვარელში - 28 დაფიქსირდა.


სპეციალისტებმა ახალი ინფიცირებულების 204 კონტაქტი გამოავლინეს და ყველა მათგანი უკვე გადაყვანილია თვითიზოლაციაში. დღეს ცხელების ცენტრს თვითდინებით 89 პაციენტმა მიმართა.

.

მთლიანად საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3721 ინფიცირებული ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 35 გარდაიცვალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 4426 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1802 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 554

იმერეთი – 637

ქვემო ქართლი – 268

შიდა ქართლი – 258

გურია – 119

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 400

კახეთი – 219

მცხეთა-მთიანეთი – 108

სამცხე-ჯავახეთი – 50

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 21 063 აქტიური შემთხვევაა. 6373 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 2741, აჭარაში – 1019, იმერეთში – 1261.

943 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათაგან 367 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება: თბილისში – 181, აჭარაში – 56, იმერეთში – 37.

3945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 10 745 კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 132 368 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 110 049 გამოჯანმრთელდა, 1230 კი გარდაიცვალა.

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0