ცივი კერძები ყველის მანდარინები - პიკანტური საახალწლო კერძი, რომელსაც მარტივად მოამზადებთ 2020, 28 ნოემბერი, 21:34 "მადარინები" ყველის საახალწლო კერძია პიკანტური, უცხო გემოთი, რომელიც სწრაფად მზადდება. ინგრედიენტების ნაკრები უზადოა. ღია ნარინჯისფერი კერძი "მანდარინები" თქვენს საახალწლო სუფრას ნამდვილად დაამშვენებს. კერძი აღაფრთოვანებს სტუმრებს არა მხოლოდ გაფორმებით, არამედ გემოთიც და ქმნის სადღესასწაულო განწყობას.
საჭირო პროდუქტები: დამუშავებული ყველი - 2ც. კვერცხი - 2 ც. სტაფილო - 2ც. ნიორი - 2 კბილი; კამა - 1 კონა; მაიონეზი - 2 დესერტის კოვზი; მწვანილი, ან დაფნის ფოთოლი - გასაფორმებლად; მომზადების პროცესი: 1. მოხარშეთ სტაფილო და კვერცხი, მერე გაფცქვენით ორივე ინგრედიენტი. 2. დამუშავებული ყველი ჩახეხეთ ღრმა ჯამში. 3. ყველს დაყარეთ დახეხილივე კვერცხი და მოურიეთ. 4.დაჭეჭყილი, ან დახეხილი ნიორი დაუმატეთ კვერცხისა და ყველის მასას. 5.გარეცხეთ მწვანილი, გააშრეთ, წვრილად დაჭერით და ჩაყარეთ ჯამში მოთავსებულ მასაში. 6.დამაატეთ 2 სუფრის კოვზი მაიონეზი, კარგად მოურიეთ კოვზით. 7.გააკეთეთ ყველის ბურთულები და ამოავლეთ დახეხილ სტაფილოში. თითოეული ყველის მანდარინის ბურთულა გააფორმეთ მწვანილით, ან დაფნის ფოთლით. ორიგინალური გაფორმების, მორთულობის წყალობით ყველის "მანდარინები" დიდხანს ინარჩუნებს მიმზიდველ სახეს. 32 3-ს მოსწონს
|