x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მკერდის დაუთოება" - აფრიკის ქვეყნების კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ტრადიცია

image


მკერდის "დაუთოება" აფრიკის ქვეყნების ერთგვარი ტრადიციაა, რომლის დროსაც მშობლები მოზარდ გოგონებს სარძევე ჯირკვლები დეფორმირების მიზნით მკერდზე გავარვარებულ ცხელ ქვებს აწყობენ რათა მას ბრტყელი ფორმა მიანიჭონ, რომ მან საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება გამოიწვიოს. მშობლების აზრით, განვითარებული მკერდი სქესობრივი მომწიფების სიმბოლოა, ხოლო ფიზიკურად განვითარებული გოგონა თანატოლებისა და ზრდასრული მამაკაცების მხრიდან დიდ ყურადღებას იპყრობს.


imageimage


ზოგიერთ პატრიარქალურ თემეში გოგონების მიმართ ჩადენილი ენითაღუწერელი სისასტიკე კვლავ გვხვდება. მაგალითად, აფრიკისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში ქალების წინდაცვეთა კვლავაც აქტუალურია, მკერდის "დაუთოება" კი უფრო ხშირად კამერუნში გვხვდება - დედები მოზარდ ქალიშვილებს მკერდს ცხელი ქვებით უწვავენ, რათა საკუთარი შვილები პოტენციური მოძალადე მამაკაცებისგან დაიცვან. ბავშვობაში მიღებული ასეთი ტრავმის გამო ქალები როგორც წესი, შვილების გამოკვებას ვეღარ ახერხებენ.

imageimage




0
49
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
49