x
image
alex999
საფეხბურთო სამყარო ცრემლში გაეხვა : ლეგენდამ დაგვტოვა

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ამბავი არგენტინულმა ჟურნალმა კლარინმა გაავრცელა.

image



კლარინის ინფორმაციით, ტვინის ოპერაციის შემდეგ, გაწერილი ფეხბურთის ლეგენდა ქალაქ ტიგრეში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.


მარადონას ოპერაცია ნოემბრის დასაწყისში ჩაუტარდა, მას თავის ტვინის ვენაში თრომბი ჰქონდა. მისი ექიმის განცხადებით, ის უკეთ იქნებოდა, თუმცა ყურადღების მოდუნება არ შეიძლებოდა.

image





დიეგო მარადონა - იგივე დიეგო არმანდო მარადონა ფრანკო არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ბევრი ფეხბურთის ექსპერტი, ფეხბურთელი და გულშემატკივარი მიიჩნევს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. პელესთან ერთად მოიგო ფიფა-ს „საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა 34 გოლი.


image



მარადონა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 2-ჯერ დაამყარა მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი. პირველად 1982 წელს, როდესაც „ბარსელონაში“ გადავიდა 5 მილიონ გირვანქა სტერლინგად; მეორედ 1984 წელს, როდესაც კატალონიური კლუბიდან იტალიურ „ნაპოლიში“ 6.9 მილიონ გირვანქა სტერლინგად. სათამაშო კარიერის განმავლობაში გამოდიოდა „არხენტინოს ჯუნიორსის“, „ბოკა ხუნიორსის“, „ბარსელონის“, „ნაპოლის“, „სევილიის“ და „ნიუელს ოლდ ბოისის“ მაისურით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდი, როდესაც არგენტინელმა მრავალი ტიტული მოიგო.


image



დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში. 1986 წლის ჩემპიონატზე მისმა ნაკრებმა ჩემპიონობა მოიგო, რომლის ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებს სძლიეს (3–2). თავად მარადონა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამავე ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ინგლისთან შეხვედრისას (2–1) მარადონამ 2 ცნობილი გოლი გაიტანა: პირველი ფეხბურთელმა ხელით გაიტანა და ის „ღმერთის ხელის“ სახელითაა ცნობილი, ხოლე მეორე მის 60-მეტრიან გარღვევას მოჰყვა, რომლის გზაზე 5 მეტოქე ჩამოიშორა, — 2002 წლის ფიფას გამოკითხვის შედეგად ეს გოლი „საუკუნის გოლად“ გამოცხადდა.

image

დიეგო მარადონა სპორტის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფიგურად მიიჩნევა. 1991 წელს, მას შემდეგ რაც იტალიაში კოკაინის მიღება დაუმტკიცდა, ფეხბურთიდან 15 თვით იქნა მოკვეთილი. ასევე მოკვეთეს 1994 წლის მუნდიალიდან, რაც სხვა ნარკოტიკული საშუალების, ეფედრინის, მიღებით იყო გამოწვეული. 2005 წელს დიეგომ დაძლია ნარკო-დამოკიდებულება.

სამწვრთნელო საქმიანობაში სერიოზული გამოცდილების არქონის მიუხედავად, 2008 წლის ნოემბერში დაინიშნა არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ეს თანამდებობდა 18 თვის განმავლობაში ეკავა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა.

image

















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> იხილეთ ასევე <<<<<



საუკეთესო მომენტში გადაღებული შთამბეჭდავი ფოტოები


image





7 საშიში ბუნებრივი ფენომენი დედამიწაზე!

image





ყველა დროის 3 ყველაზე შთამბეჭდავი ძარცვა

image





4 ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა ისტორიში, რომელიც ბოლო 50 წელში განვითარდა

image





დაუბანელი, მოუვლელი და კიდევ სხვა... - ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს თავის მოვლაზე!

image


3
63
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
63
  
2020, 27 ნოემბერი, 2:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 26 ნოემბერი, 11:42
როცა არგენტინა პერონისტებად და ანტიპერონისტებად იყოფოდა,მაშინ მან მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება,რამაც მას 1978 წლის მსოფლიო გამოატოვებინა. ბუენოს აირესში ორი გუნდია,რივერი როგორც ელიტის გუნდი და ბოკა როგორც მუშათა კლუბი. მან გადაწყვეტილება ბოკას სასარგებლოდ მიიღო და ამით ხაზი გაუსვა იმას,რომ ის პერონისტი იყო. დღემდე მარადონა რჩება ადამიანად,რომელიც სისტემას შეეწინააღმდგა და გაიმარჯვა. ის,რაც ინგლისს გაუკეთა 1986 წელს,ეს იყო უფრო პოლიტიკური შურისძიება და ანგარიშის გასწორება 1966 წლის 1/4 ფინალისთვის. არგენტინა და ინგლისს ამ თამაშამდე 4 წლით ადრე ომი ქონდათ,ამ თამაშის მოგებით მარადონა გახდა არგენტინელების ეროვნული სიმბოლო და სიამაყე. არ არსებოს ბევრი ადამიანი,რომლის სიკვდილსაც ასე განიცდის ერი და ამ ერმა 3 დღიანი გლოვა გამოაცხადა ქვეყანაში,არ არსებობს კლუბი,რომელიც ასეთ პატივს სცემს თავის ფეხბურთელს. ნაპოლიმ იფიციალურად დადასტურა,რომ მის სტადიონს "სანპაულოს" სახელი გადაერქმევა და დაერქმევა "სანპაულო დიეგო მარადონა". კადრებიც გავრცელდა ამ ქალაქიდან,სადაც ადამიანები გლოვობენ მის გარდაცვალებას. ემილ კუსტურიცამ თქვა,მაშინ როცა მასზე ფილმი გადაიღო "მარადონა რომ არა ფეხბურთელი,ის აუცილებლად რევოლუციონერი იქნებოდაო". დიდი პიროვნება დაკარგა მსოფლიომ. მშვიდად განისვენე დიეგო და სისტემა აუცილებლად დაინგრევა
2020, 26 ნოემბერი, 11:28
შეუძლებელია ისაუბრო ამ კაცზე მხოლოდ ფეხბურთით და მას უწოდო დიდი ფეხბურთელი. დიდი ფეხბურთელი ლეო მესია,ხოლო მარადონა უფრო მეტია,ვიდრე ფეხბურთი. ის იყო ფენომენი,რომელმაც შექმნა ეპოქა და რომელიც იქცა საკულტო ფიგურად მთელი არგენტინისათვის,არა მარტო მათვის. მისი მთელი ცხოვრება მიმართული იყო სისტემის ბრძოლისკენ. ის იყო ხალხის ხმა და მან ეს არაერთხელ დადასტურა თავისი ქმედებით.ის იყო ღარიბი ოჯახის შვილი,რომელიც ფულმა და ფუფუნებამ ვერ შეცვალა.მახსოვს,როცა თბილისში ჩამოვიდა და დინამოზე სათამაშოდ გავიდა,გაკვირვებული დარჩა,რადგან სტადიონ სავსე არ იყო. მაშინვე მიხვდა მიზეზს,თუ როგორ ცდილობდნენ მისით ფულის შოვნას და მისი თამაშის ხილვის საშუალებას მხოლოდ "ფულიანებს" ეძლეოდათ. სანამ სტადიონი არ გაივსო თამაში არ დაიწყო და ეს იმის მანიშნებელი იყო,რომ მარადონა არასოდეს შეიცვლებოდა. კიდე ერთხელ ვიმეორებ,რომ ის იყო ღარიბთა ფენის წარმომადგენელი,რომელიც თავის ყველა მოქმედებაში ადასტურებდა ამას.
0 1 3