საზოგადოება საშინელი კატასტროფის ზღვარზე ვდგავართ - სოსო გოგაშვილი 2020, 25 ნოემბერი, 20:39 მეგობრებო, ყველა ვხვდებით და უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს არის ურთულეს მდგომარეობაში. არ მინდა პანიკა დავთესო, მაგრამ ფაქტიურად საშინელი კატასტროფის ზღვარზე ვდგავართ. მსგავსი ზღვარი ბოლო წლების განმავლოვაში მე არ მახსოვს. მთელი ამ 30 წლის მანძილზე დაგროვილი ბოროტება თითქოს დღეს აქოთდა, დღეს გვაქვს მთლიანი”ბუკეტი”. 1.ურთულესი პოლიტიკური ვითარება, რომელიც ჯერ ჩიხშია.
2.ეპიდემია, რომელიც ძალებს იკრებს, ყოველდღე უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებს და კლავს.
3. ეკონომიკური კრიზისი, რომელიც, თუ საბოლოოდ სრულად ჩამოყალიბდა, უფრო მეტ ზარალს და ზიანს მიაყენებს ქვეყანას, ვიდრე ორი ზემოთ ნახსენები...
- რამ გამოიწვია ეს?
- რა უნდა გაკეთდეს?
- რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, რომ ამ საშინელი ყოვლისმომცველი კრიზისიდან გამოიყვანოს ქვეყანა?
ეს კითხვები არის პრიორიტეტული და აქტუალური. ძალიან ბევრი მწერს და მეკითხება ჩემს აზრს(ამ აზრს ვინც უნდა ისმენდეს ის არ ისმენს სამწუხაროდ:( )
რა თქმა უნდა, აზრი და გეგმა ბევრს შეიძლება გვქონდეს და ყველას “პანაცეად” მიგვაჩნდეს. ეს, ხომ ჩვენს ბუნებაში ზის გენეტიკურად-სხვის ომში გენერლობა, მაგრამ გადავხედე საზოგადოებას და სამწუხაროდ არ არსებობს დღეს პოლიტიკური პარტიის ინეტერესებს მიღმა, არცერთი სამოქალაქო ორგანიზაცია, საზოგადოება, ან და თავშეყრის, თუ სადისკუსიო სივრცე, სადაც იქნებოდა მსჯელობა, ანალიზი ამ ყველაფრის გარშემო.
აქტიური, ცხოვრებით გამოცდილი მოქალაქეების “ბრეინშტორმინგი” ქვეყნის და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. პრობლემების გადაჭრის გზებზე ფიქრი, გეგმის შემუშავება, სტრატეგიის და ტაქტიკის განსაზღვრა და აშ.
ეს არაა სხვისი ომი, ეს ყველა ჩვენი ღირსეული მოქალაქის ომია
არადა, გენერლობის ფასი, ხომ შაური გახდა. " - წერს სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი.
412 2-ს მოსწონს
|