სხვა
ქალწულების აღლუმი: ნახეთ, როგორ ირჩევს აფრიკის მონარქი ყოველწლიურად 70 ათასს პრეტენდენტში ცოლს
2020, 25 ნოემბერი, 16:32
აფრიკის სამხრეთ ნაწილში ესვატინის სამეფო (2018 წლამდე ცნობილი იყო როგორც სვაზილენდი) მდებარეობს, რომლის მონარქიც დღემდე შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს. სახელმწიფოს მეფე მსვატი III- ე მართავს, რომელიც მხოლოდ 52 წლის არის და ენერგიას არ უჩივის, ამიტომ ქვეყანაში საკმაოდ უჩვეულო რიტუალები ჯერ კიდევ მისი მფარველობითა და თაოსნობით ტარდება. მეფეს სულ 13 ოფიციალური ცოლი ჰყავს, თუმცა მათი რიგები ყოველწლიურად აქტიურად ივსება. მონარქი ყოველწლიურად მორიგ, ახალ ცოლს ლერწმის ფესტივალზე ირჩევს, სადაც ათასობით ქალწული მთელი ქვეყნის მასშტაბით მის სასახლესთან იკრიბება და სასურველი სტატუსის მოსაპოვებლად ძალისხმევასა და მონდომებას არ იშურებს.
მეფე მსვატი III მეუღლის არჩევისას
მთელი დღესასწაულის განმავლობაში გოგონებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. თითოეული მოზარდი, ქალწულების აღლუმზე მოსახვედრად ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან ოცნებობს, ვინაიდან კარგად ხვდება, რომ სიღარიბისგან თავის დასაღწევად და ცხოვრების უზრუნველად გასატარებლად ეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გზაა.
დღემდე უცნობია, თუ რა კრიტერიუმით ირჩევს მეფე ყოველწლიურად მომავალ ცოლს, თუმცა ფაქტია რომ ეს პროცესი საკმაოდ საინტერესოდ და დამაინტრიგებლად გამოიყურება, რასაც დღესასწაულზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ჟურნალისტების რაოდენობაც ცხადყოფს, რომლებიც ამ უჩვეულო ღონისძიებაზე უნიკალური რეპორტაჟების გასაკეთებლად საგანგებოდ ჩადიან.
მსვატი III - ის პირველი ორი მეუღლე პარლამენტის მიერ იქნა არჩეული
მეფის მესამე და მეოთხე ცოლი
მონარქის მეშვიდე ცოლი