კულტურა ვინ და რა აიძულებს კობრებს ცეკვას? 2020, 25 ნოემბერი, 11:57 ალბათ უკვე წარმოიდგინეთ პუნგის (სასულე მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც გველების მომთვინიერებლები იყენებენ) ჰანგებზე მოცეკვავე კობრა. მოცეკვავე კობრა ინდოეთის სიმბოლოა, ასევე აზიის და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნისაც. გველების მომთვინიერებლები ტანჟერეში, მაროკო, მე-19 ს. ბოლოსინამდვილეში რეპტილიები წვრთნას არ ექვემდებარებიან. ის, რომ კობრებს ცეკვისთვის პატარობიდანვე წვრთნიან-მითია. რაც მაყურებელს ცეკვა ჰგონია–მათი ინსტიქტია. მაგალითად, პითონები და გველხოკერები ადამიანთან ფიზიკურ კონტაქტს მალე ეჩვევიან და ყელზეც კი შეიძლება მათი შემოხვევა, ასევე სხვა "ფოკუსების " ჩატარება. თუმცა ყურადღების მოდუნებაც არ შეიძლება, რადგან თუ პითონის პირად სივრცეში შეიჭრებით, იგი შეტევაზე გადმოვა. კობრებთან მუშაობის დროს იყენებენ მის თვითგადარჩენის ინსტიქტს. რეპტილია იკლაკნება და ცდილობს თავდასხმას, რეაგირებს რა იმ საშიშროებაზე, რომელსაც ადამიანი და მის ხელში არსებული საგანი წარმოადგენს. ასე. რომ მაყურებელი უყურებს არა ცეკვას, არამედ თავდაცვას. მუსიკა, ისევე როგორც მეტყველება, გველებს არ ესმით გარე ყურის არარსებობოს გამო. ამ მიზეზით, დიდი ხნის განმავლობაში თვლიდნენ, რომ ისინი ყრუები არიან. მაგრამ ეს ასე არ არის. მათ გააჩნიათ სმენის ორგანო-ლოკოკინა და სპეციალური ძვალი, კვადრატული ძვალი კი ქვედა ყბასთან ერთად ასრულებენ დაფის აპკის ალტერნატიული რეზონატორის როლს, რომლის დახმარებითაც რეპტილია ვიბრაციას და დაბალი სიხშირის ტალღებს აღიქვამს. თავდასხმის მომენტში კობრამ ცხვირი, რომ არ დაიზიანოს, პუნგაზე ან სალამურზე მომთვინიერებლები რეზინის სამაგრს ათავსებენ, თავდაცვისა და მაყურებლების დაცვის მიზნით კი ისინი გველებს წინასწარ პირს უკერავენ ან შხამიან კბილს აძრობენ. კბილის ამოღების წინ რეპტილიას აღიზიანებენ, აბრაზებენ, შემდეგ ცხვირთან უხეში ქსოვილი მიაქვთ, გველი მას კბილებს ჩაასობს, მკვეთრი მოძრაობა კი მას თავისი მთავარი იარაღის გარეშე ტოვებს (შხამიანი კბილი ძვრება). თუმცა ახალი კბილები მათ მალე ამოსდით, ამიტომ გაკერილი პირი უფრო "საიმედოა". თუ ოპერაცია კარგად არის ჩატარებული და ძაფები არ ჩანს–კობრას ძველებურად შეუძლია სისინი, თავდასხმა და ენის გამოყოფაც კი, მხოლოდ კბენა აღარ შეუძლია. ერთი ნაკლი–იგი სიკვდილისთვის არის განწირული, რადგან 3-4 თვის განმავლობაში საკვებს ვერ მიიღებს. ამის შემდეგ რეპტილიას აგდებენ, როგორც უკვე არასაჭირო ინსტრუმენტს და იძენენ ახალს. სხვა ჯიშის გველებიც შეიძლება, რომ აიძულო "იცეკვონ", მაგრამ ისინი პირდაპირ გადმოდიან შეტევაზე, კობრების შოუ კი ეფექტურად გამოიყურება: ჯერ თავს წამოსწევენ, კაპიუშონს გახსნიან და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ რეალურ მუქარას. საკმაოდ ეფექტური გამოდის. თუმცა ყველა შემთხვევაში ცოცხალ არსებასთან (ამ შემთხვევაში რეპტილიებთან) არაეთიკურია და დანაშაულია. ასევე იხილეთ:# შეიძლება თუ არა დიდი რაოდენობით საკვების მიღებისგან კუჭი გასკდეს # იტალიაში გაიხსენეს შავი ჭირი და სასმელების გაყიდვა შუასაუკუნეების სარკმელებიდან დაიწყეს # ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით # რა მოხდებოდა, თუ დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაყვანილ გვირაბში გავივლიდით # არქეოლოგებმა დაადგინეს, ვინ და რატომ ამტვრევდა ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს 729 6-ს მოსწონს
|