ფსიქონევროლოგია მითხარი რა ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ 2012, 8 აპრილი, 19:54 ![]() ფერი წარმოადგენს თეარაპიის სახეს, იგი ახდენს გავლენას ჩვენს ყოვედღიურობაზე ხშირად ჩვენდაუნებურად. ფსიქოლოგებმა დაადგინეს რომ არსებობს პირდაპირი კავშირი საყვარელ ფერსა და პიროვნების ხასიათის ზოგიერთ თავისებურებას შორის. როგორც გაირკვა თურმე ამა თუ იმ ტონის ტანსაცმელს შემთხვევით არ ვირჩევთ, პირველ რიგში ჩვენ საკუთარ შინაგან სამყაროს ვემორჩილებით, და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ტენდენციებს.ეხლა გამოაღეთ კარადა და ნახეთ რომელი ფერის ტანისამოსი გაქვთ ყველაზე მეტი გარდერობში? საყვარელ ფერს ბევრი რამის თქმა შეუძლია ქალის ხასიათზე… ![]() ![]() ცისფერი, ლურჯი ფერის მოყვარულები ტიბეტელი ბერებივით მშვიდები არიან. ამ ფერს უპირატესობას ანიჭებენ ჰარმონიული და მშვიდი ადამიანები. ამ ფერის მოყვარულ ქალბატონებს არ უყვართ კონფლიქტები, როგორც წესი ცხვორების თანამგზავრად ირჩევენ თავისზე უფროსს, მათი რჩეული უნდა იყოს მშვიდი და თუ ნებისმიერი სახის აგრესიას გამოავლენენ მაშინვე დაკარგავენ ქალის თვალში სიმპატიას. ყვითელი ფერი კარიერისტი ქალების საყვარელი ფერია. ისინი ამბიციურები და ძალიან მიზანდასახულნი არიან, თუმცა აქვთ უნარი დროდადრო ბავშვობაში გადავარდნენ და როცა საქმე რომანტიკას, ოჯახს და სიყვარულს ეხება გულუბრყვილოები ხდებიან ან ოსტატურად თამაშობენ გულიბრყვილოს როლს. ასეთ ქალებს უკომპლექსო, მხიარული მამაკაცები მოსწონთ. ისინი მუშაობენ და ისვენებენ სპონტანურად, არასოდეს გეგმავენ ხვალინდელ დღეს და დღევანდელობით ცხოვრობენ. ![]() ![]() მწვანე ტონის (სალათისფერიდან – ხაკისფერამდე) მოყვარული ქალბატონები გამოირჩევიან იდეალისტური ხასიათით. ისინი ერთანაირად მომთხოვნი არიან საკუთარი თავის და გარშემომყოფების მიმართ. სტუდენტობისას ხშირად პრფოკავშირის თავმჯდომარეები და გამორჩეული სტუდენტები არიან. დაიმახსოვრეთ ქალი მწვანე კოსტიუმში არასოდეს შეხვდება გაიძვერას, არაკაცს… მისთვის ყველაზე მთავარი ადამიანური თვისებებია და არა რჩეულის ფიზიკურობა თუ მატერიალური შესაძლებლობები. მას ყოველთვის დააინტერესებს მამაკაცის ოჯახი, მისი მშობლები და მათი საქმიანობის სფერო. ფორთოხლის ფერი, „წარიჟაო“ უყვართ თავისუფალი ხასიათის ქალბატონებს. ისინი ძალიან სპონტანურები, მხიარულები არიან და ცხოვრებას მსუბუქად უყურებენ. უმეტესად გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან. ხშირად იცვლიან პარტნიორებს, თავისუფალი სიყვარულის მომხრეები არიან. ასეთ ქალებს არ უყვართ დოგმები და აკრძალვები ინტიმურ ასპექტში, დიდ ხანს პარტნიორის გარეშე ყოფნამ შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს, იმდენად მნიშვნელოვანია მათთვის ცხოვრებაში სექსი. კაცებს ირჩევს იმის მიხედვით თუ რამდენად მსგავსი ინტერესები აქვთ, რამდენად სპონტანურია და რამდენად შეუძლია სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება. ![]() ინტელექტუალი ქალების საყვარელი ფერი შავია. ამ ფერის მოყვარულთათვის დამახასიათებელია შინაგანი ნონკონფორმიზმი, ზრდასრულ ასაკშიც კი. ქალი შავებში ხშირად გატაცებულია ფილოსოფიით, თეოლოგიური მოძღვრებებით და ხელოვნებით. მას უყვარს კითხვა. თუმცა თუ ქალი დიდხანს ატარებს შავს ეს მიუთითებს შინაგან დეპრესიაზე. მას მხოლოდ ინტელექტუალი მამაკაცები ხიბლავს, ცხოვრების თანამგზავრს ინტელექტით ირჩევს. ![]() ![]() ვარდისფერი უყვართ ინფანტილურ, ნაზ, კეკლუც ქალებს. ისეთებს, რომლებიც მუდმივად ბავშვობას, თოჯინებს რბილ სათამაშოებს მისტირიან. ისინი ძალიან ნაზები, კაპრიზულები და ამავე დროს მიმზიდველნი არიან. ასაკშიც კი ფლამინგოს ფერის მოყვარულნი ქალიშვილურ სიკეკლუცეს ავლენენ. მათი უმრავლესობა არ ზრუნავს კარიერაზე და ოჯახურ კერას უვლიან. მათ უყვართ ძლიერი მამაკაცის მზრუნველობის და პასუხისმგებლობის შეგრძნება, უყვართ როცა მათ იცავენ და მასზე ზრუნავენ. (ყველა ქალს უყვარს როცა მასზე ზუნავს კაცი, არა აქვს მნიშვნელობა რა ფერის კაბას ანიჭებს მანდილოსანი უპირატესობას 12765 20-ს მოსწონს
|