სხვა ფეტიშიზმიდან როლურ თამაშებამდე: სიყვარულის სასტუმროები რომელიც ყველაზე დახვეწილი გემოვნების ადამიანსაც კი მოხიბლავს 2020, 20 ნოემბერი, 16:33 ამომავალი მზის ქვეყანაში სეირნობისას აუცილებლად შეხვდებით უამრავ ე.წ. სიყვარულის სასტუმროს სადაც წყვილებს არა მხოლოდ განმარტოება, არამედ გარეშე თვალისგან ფარულად საიდუმლო პაემნის მოწყობა ან თუნდაც საკუთარი ვნებების დაკმაყოფილება შეუძლიათ. თითოეული ეს სასტუმრო უნიკალური და ორიგინალურია. ინტერიერის დიზაინში სტილისტური მრავალფეროვნება ყველაზე დახვეწილი გემოვნებისა და თამამი ფანტაზიის მქონე სტუმრებსაც კი ერთნაირად მოხიბლავს. როგორ გამოიყურება ასეთი სახის სასტუმროები შიგნიდან? ან რეალურად არსებობს თუ არა ისინი თუ ეს მხოლოდ ვინმეს წარმოსახვის შედეგია? ფოტოგრაფმა მისტი კისლერიმ ყველა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად და საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით გადაწყვიტა რამდენიმე ასეთი უჩვეულო სახის სიყვარულის სასტუმროში თავადვე შეეხედა და ყველაფერი საკუთარი თვალით ენახა. მოდით, ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება შიგნიდან საკმაოდ ორიგინალური კონტენტის მქონე სასტუმროები, რომლებსაც ვნებამორეული იაპონელები ყველაზე ხშირად სტუმრობენ.81 შეფასება არ არის |