x
image
ლანა92
"სიყვარულს მაინც დიდხანს უნდებიან.."

image


====

საღამომ მომიტანა სტრიქონები,

ლექსებიც თავისით ბრუნდებიან...

გუშინ კი ისევ იმას ვიგონებდი,

სიყვარულს დიდხანს რომ უნდებიან...

დიდია სიშორე და უფრო დიდი

ქარია, თოვლია და გუნდებია...

დრო მიდის, დრო მიდის და ისევ მიდის-

სიყვარულს მაინც დიდხანს უნდებიან...

ვიპოვით ნაცნობ თვალებს, მოვიზიდავთ,

შევიჩვევთ, ვეხებით და დუნდებიან...

ხანდახან დროდადრო თუ მოვიცლით და

ქრებიან, წყდებიან, სრულდებიან...

ორპირი მეგობრები მოვიმრავლეთ,

ნახევარ კაპიკზე რომ ცდუნდებიან,

დარჩენილ ცხოვრებას კი ისე გავლევთ,

არ ვიცით, ირგვლივ რომ სულ მთებია.

ზღვებია, მარტოობის ხიდებია,

უცნობი, ნაცნობი კორდებია...

გულები სიყვარულს რომ გპირდებიან

და მერე მალევე რომ გშორდებიან.

(4 LOVE.GE)

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0