x
image
ლანა92
"ხარბურგერი"-ს რეცეპტი, რომელიც თქვენს საახალწლო მენიუს კიდევ უფრო გაამდიდრებს

image

ახლოვდება ზამთრის არდადეგები და დიასახლისები აქედანვე გეგმავენ საახალწლო მენიუს. ჩინური ჰოროსკოპის თანახმად, მომავალი წლის მასპინძელი მეტალის ხარია. ამიტომაც საახალწლო სუფრაზე ძროხის, ხბოს, ან ხარის ფორმის კერძების დადება მისასალმებელი იდეაა. აღსანიშნავია ზრდასრულებისა და ბავშვებისათვის საყვარელი სახლის ბურგერები, ხარის თავის მსგავსი სერვირებით.

ინგრედიენტები:

ფუნთუშა პური - 1 ცალი;

ხორცის ფარში - 170 გრამი;

ყველი - 20 გრამი;

პომიდორი - 1ცალი;

მაიონეზი -1 სუფრის კოვზი;

კეტჩუპი - 1 ჩაის კოვზი;

სალათის ფოთოლი - 2 ცალი;

მცენარეული ზეთი - 1.5 სუფრის კოვზი;

მარილი, წიწაკა;

გასაფორმებლად: ნიახურის ღეროები (2 ცალი), 2 ორცხობილა (პეჩენია), ცოტა ყველი, ნებისმიერი ძეხვის რგოლი;

მომზადება:

კოტლეტის ფარშს დავაყაროთ მარილი, წიწაკა და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დავამუშავოთ. გავაკეთოთ კოტლეტის მრგვალი ბურთულა.

image

ბურგერის კოტლეტი შევწვათ ღუმელში ორივე მხრიდან მცენარეულ ზეთში, თითოეული მხარე - 1.5-2 წუთი.

image

ფუნთუშა პური გავჭრათ ორად.

image

გავაფორმოთ ხარის სახე: ყურებად გამოვიყენოთ მარილიანი ორცხობილა, ან პურის ყუები, ნატეხები, რქებად გამოვიყენოთ ნიახურის, ან დაიკონის (მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახიდან) ღეროები. პური დანის წვეტით გავჭრათ ისე, რომ ხარის "რქები" და "პირი" ჩავარჭოთ. რქების 1 სმ-ით ქვემოთ დავასვათ ყველის "თვალები", ხოლო გუგებად გამოვიყენოთ მიხაკის თესლები. ძეხვის ნახევარმთვარის ფორმის ნაჭერზე ამოვჭრათ ორი მრგვალი ხვრელი, რომელსაც ნესტოებად ჩავარჭოთ კორეული (ნარინჯისფერი) სტაფილოს თხელი წრიული ხაზი. ძეხვს მსუბუქად გადაუსვით მაიონეზი და დაადეთ ფუნთუშას.

ფუნთუშის პირველი ნახევარი

image

ფუნთუშის მეორე ნახევარს წავუსვათ მაიონეზი და კეტჩუპი, ქვემოთ ამოვუდოთ სალათის ფოთლები.

ფუნთუშის მეორე ნახევარი

image

ზევიდან დავადოთ თხლად დაჭრილი ყველის ორი ფირფიტა ისე, რომ ზედაპირი თითქმის დაფაროს.

image

ყველის ფირფიტებს დაადეთ სალათის ფოთლები და ზემოდან კიდევ შემწვარი ფარში, კოტლეტი.

image

კოტლეტს ზედაპირზე შემოვუწყოთ მრგვალად და ნახევრმთვარის ფორმად დაჭრილი პომიდორი.

image

ზემოდან დავადოთ "ხარის თავი", ანუ ბურგერის, ფუნთუშის პირველი ნაწილი ისე, რომ ერთი ნაჭერი პომიდორი ქვემოდან მოჩანდეს, როგორც ხარის "ენა".

image


საახალწლო ბურგერი "ხარის თავი" მზადაა :).


0
13
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0