ქალი და მამაკაცი 63 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლ-ქმარი კორონავირუსით ერთდროულად მოკვდნენ 2020, 18 ნოემბერი, 18:13 იტალიელი წყვილი, რომელიც 63 წლის ერთობლივი თანაცხოვრების შემდეგ, კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ ერთ დღეს გარდაიცვალნენ. ამ ამბის დეტალებს იტყობინება გამოცემა l'Eco di Bergamo. აღინიშნა, რომ 82 წლის ვინჩენცო და მისი 83 წლის მეუღლე ოლგა მოლინომ ქვეყნის სამხრეთით გაიცნეს ერთმანეთი, როდესაც ისინი 18 წლის იყვნენ. 1957 წელს ისინი მილანის გარეუბანში დასახლდნენ. 26 სექტემბერს წყვილმა ქორწილის 63 წლის იუბილე აღნიშნეს. ხოლო 11 ნოემბერს წყვილი საავადმყოფოში მოათავსეს. ამ დროისთვის მათ რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ, მაგრამ მათთან ექიმი საერთოდ არ მისულა, რომელმაც დისტანციურად წინასწარი დიაგნოზი- „გრიპი“ დაუდგნა და დაუნიშნა წამლები. საავადმყოფოში ისინი სხვადასხვა პალატაში მოათავსეს. ამასთან, სიკვდილის წინ ქალმა ითხოვა ქმრის ქურთუკის მოტანა, რათა მის გვერდით ეგრძნო თავი. ისინი ერთდროულად ერთი საათის შუალედში გარდაიცვალნენ. " ისინი არ გამოდიოდნენ გარეთ, ძალიან ფრთხილობდნენ, მხოლოდ პაპა დადიოდა საყიდლებზე და სამწუხაროდ, აფთიაქში დაავადდნენ", - ამბობს კატია, ვარვარას ქალიშვილი, შვიდი შვილიშვილიდან ერთ-ერთი . "ოლგა და ვინჩენცო 11 ნოემბერს მონცას სან ჟერარდოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მანამადე დაახლოებით ათი დღის განმავლობაში ისინი ძალიან მაღალი სიცხით იყვნენ დაავადებული. " პირველად პაპას გამოაჩნდა სიმპტომები- ამბობს კატია, - შემდეგ ბებიაჩემი გახდა ცუდად . მთელი კვირის განმავლობაში მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, ექიმი მათ მოსანახულებლად ერთხელაც არ მოსულა"– მან თქვა. 53 4-ს მოსწონს
|