კინო ცნობილი მსახიობის შვილიშვილი ამტკიცებს,რომ საკუთარმა მამამ გააუპატიურა 2020, 18 ნოემბერი, 15:08 გოგონას მშობელმა თავისებური კომენტარი გააკეთა სსრკ სახალხო არტისტის ოლეგ სტრიჟენოვის შვილიშვილმა, ალექსანდრამ ადრე განაცხადა, რომ ბავშვობაში მას მამის, მსახიობ ნიკოლაი ხოლოშინისგან ცემისა და ძალადობის ატანა მოუწია. ”იყო ისეთი გოგონა, რომელსაც ძალიან რთული ბედი ჰქონდა, მან ისეთი საშინელებები განიცადა ბავშვობაში, რომელიც ბევრს არც არასდროს დასიზმრებია”, - განაცხადა გოგონამ და დასძინა, რომ მამამისმა ასევე გააუპატიურა საკუთარი სტუდენტი, რომელმაც მისგან ბავშვი გააჩინა. დედის გარეშე დარჩენილი ალექსანდრა იზრდებოდა და თანდათანობით მამამისი მამაკაცურ ინტერესს იჩენდა მის მიმართ. მას შემდეგ ბავშვი გახდა მამის მხრიდან მუდმივი შევიწროების ობიექტი. ალექსანდრას თქმით, " ხოლოშინი იგი მრავალი წლის განმავლობაში აუპატიურებდა და სცემდა." მისივე თქმით მან საშინელი ბავშვობა გადაიტანა, მას ახლაც უჭირს მიყენებული ტრავმების დაძლევა. ნიკოლაი ხოლოშინმა არ დატოვა ქალიშვილის განცხადება კომენტარის გარეშე, წერს Starhit. ამასთან, მისი პასუხი ძალზე მოკლე იყო. მამამ განმარტა, რომ ქალიშვილთან კონტაქტი არა აქვს. "არ ვიცი ვისზე ლაპარაკობთ. არ ვიცი, ბოდიში..." ფოტოზე: მამა ნიკოლაი და ქალიშვილი ალექსანდრა არ სურს ალექსანდრასთან ურთიერთობა მის ღვიძლ ბიძას, წამყვან ალექსანდრე სტრიჟენოვს. მისივე თქმით, 15 წლის წინ გოგონამ შეურაცხყოფა მიაყენა პაპას, მამას და ოჯახიდან წასვლა გადაწყვიტა. "ეს მისი არჩევანი იყო. მე არაფერი ვიცი ამ ადამიანის შესახებ და არც მსურს ვიცოდე!" - აღნიშნა მან. ფოტოზე: ნატალია სტრიჟენოვა ალექსანდრას დედა, მსახიობი ნატალია სტრიჟენოვა გარდაიცვალა 2003 წელს, გოგონა სერიოზულად განიცდიდა დანაკარგს. შემდეგ ის თეატრალურ ინსტიტუტში შევიდა, მაგრამ მიატოვა და კაფეში წავიდა სამუშაოდ, რადგან ოჯახთან იჩხუბა. შემდეგ ოლეგ სტრიჟენოვის შვილიშვილი სუროგატი დედობით ირჩენდა თავს მიიღო. ერთხელ ტყუპების მშობლებმა გააუქმეს შეკვეთა, რის შემდეგაც ალექსანდრამ მშობიარობისთანავე ტყუპები ბავშვთა სახლში ჩააბარა. "მე არავითარი დედობრივი გრძნობები არ მქონდაამ ბავშვების მიმართ. მე მხოლოდ მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე ვატარებდი მუცლით და ბავშვთა სახლში დავტოვე. რამდენადაც ვიცი, ისინი უკვე იშვილეს. ვისთან ერთად ცხოვრობენ, არ მაინტერესებს და არც ვაპირებ ბავშვების ძებნას", - თქვა მაშინ ალექსანდრამ ... 203 3-ს მოსწონს
|