x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დასახელდა 10 ქალი მსახიობი,რომელიც ფილმებში ყველაზე მეტჯერ იგინება
image

პორტალმა Buzz Bingo -მ გაანალიზა 3500 ფილმი და დაასახელა ის მსახიობი ქალები, რომლებიც ყველაზე მეტჯერ ხმარობენ უცენზურო სიტყვებს კადრში.


აბსოლუტური "ჩემპიონი" გახდა ინგლისელი მსახიობი ემილი ბლანტი, რომელიც კადრში 81-ჯერ იგინება, ყველაზე უხვგინებიანი აღმოჩნდა ტრილერი "გოგონა მატარებელში"(2016) ბლანტის გმირი მარტო ამ ფილმში 31-ჯერ იგინება.


მეორე ადგილზე გავიდა ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი, რომელმაც ფილმებში 75-ჯერ გამოიყენა უცენზურო სიტყვები, ლიდერთა სამეულს ასრულებს ლესლი მანი 70 გინება.



პირველი ათეული მთლიანად ასე გამოიყურება:

ემილი ბლანტი - 81 გინება
ჯენიფერ ლოურენსი - 75
ლესლი მანი - 70
ფრენსის მაკდორმანდი - 68
ვაინონა რაიდერი - 66
ჯული დელპი - 66
მილა კუნისი - 65
კრისტენ უიგი - 65
ჯენიფერ ლოპესი - 63
ბელ პაული - 62



კვლევამ ასევე გამოავლინა რამდენიმე საინტერესო ტენდენცია, როდესაც შედეგები სქესის მიხედვით იყოფა.

მიუხედავად იმისა, რომ ემილი ბლანტი ადვილად მოექცა რეიტინგს სათავეში ქალებს შორის, ის მაინც ძალზე "მოკრძალებულად" გამოიყურება მამაკაც კოლეგებთან შედარებით.


თუ მამაკაცი და ქალი მსახიობების ერთობლივი რეიტინგი შედგებოდა, ემილი ბლანტი მხოლოდ მოკრძალებულ 34-ე ადგილს დაიკავებდა ყველაზე უცენზურო მსახიობების სიაში.


მამაკაც მსახიობებში(შედგები მაისში გამოქვეყნდა) ჯონ ჰილმა მოიგო, რომელმაც უკან მოიტოვა სემუელ ლ. ჯექსონი . მის მიერ ფილმებში გამოყენებული უხამსი სიტყვების რაოდენობა ემილი ბლანტზე ოთხჯერ მეტია.

0
34
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0