როგორც პირუტყვი გალიაში: სალვადორის ციხის არაადამიანური პირობები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ
2020, 16 ნოემბერი, 21:06
სალვადორში დანაშაულის დონე იმდენად მაღალია, რომ ქვეყანაში ვერცერთ ცარიელ საკანს ვერ იპოვით, აქ ყველა მოქმედი ციხე პატიმრებით გადავსებულია. ცენტრალური ამერიკის ამ პატარა ქვეყანაში კრიმინალი იმდენად მაღალ ნიშნულზეა რომ დამნაშავეებისთვის სახელმწიფოს ციხეები აღარ ჰყოფნის. ამიტომ სასჯელაღსრულების დაწესებულებად იქ ისეთ შენობებს იყენებენ, რომელიც ამისთვის სათანადოდ აღჭურვილი არ არის. ციხეების არარსებობის გამო კრიმინალებისთვის ზოგჯერ დიდ რკინის გალიებს აგებენ, სადაც ასეულობით პატიმარს პირუტყვივით აუტანელ პირობებში უწევს თანაარსებობა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრ ბრალდებულს ამ არაადამიანურ პირობებში ცხოვრება იმაზე გაცილებით უფრო დიდხანს უწევს ვიდრე გარეთ, სრულ თავისუფლებაზე.