საზოგადოება 16 ნოემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვიდა „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“, პირველი ტომი 2020, 16 ნოემბერი, 11:24 16 ნოემბრიდან მკითხველს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად ხელოვნების სასახლის დირექტორის, გიორგი კალანდიას პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ პირველი ტომის შეძენა შეუძლია. წიგნის სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად 15.00 ლარი. ამ მნიშვნელოვანი გამოცემისათვის გიორგი კალანდია მასალას მსოფლიოს მასშტაბით 10 წლის განმავლობაში აგროვებდა. 12-ტომეული მკითხველს გააცნობს ინფორმაციას ქართველების კვალის შესახებ, რომელიც მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში დატოვეს და რომლზეც აქამდე არ გვსმენია. წიგნში საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები და მოღვაწე ქართველების შესახებ მოცემული ინფორმაცია გამდიდრებულია უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებით. „ერთი გამოცემა, რომელშიც, შეგიძლია, თვალი გაადევნო ქართველების როლს და ღვაწლს მსოლფიო ისტორიაში, ასეთი რამ აქამდე არ არსებობდა. არის უხვად ილუსტრირებული. მაქსიმალურად შევეცადე, რომ ვიზუალური მეხსიერება ყოფილიყო წიგნში მრავლად წარმოდგენილი. ამას წლების განმავლობაში ვაგროვებდი“, - ამბობს გიორგი კალანდია. გამოცემის პირველი ტომი მოიცავს ისტორიას საფრანგეთში, ინგლისსა და ბულგარეთში მოღვაწე ქართველების შესახებ. წიგნის შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში. გამოწერის შემთხვევაში მიმართეთ elva.ge -ს ქოლ-ცენტრს: 0322 38 26 73; 0322 38 26 74. 4 1-ს მოსწონს
|