პოლიტიკა ტრამპმა ბაიდენის გამარჯვება გამოაცხადა 2020, 15 ნოემბერი, 19:08 დონალდ ტრამპმა ტვიტერში გააკეთა განცხადება კონკურენტის ჯო ბაიდენის გამარჯვების შესახებ. მისი თქმით, ეს მიღწეული იქნა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე მაქინაციების წყალობით. ”მან მოიგო, რადგან არჩევნები გაყალბდა. დამკვირვებლები არ დაუშვეს უბნებზე, ხმები დაითვალა კერძო კომპანიამ, "Dominion"-მა, რომელსაც ფლობს რადიკალი მემარცხენეები, ცუდი რეპუტაციის და ცუდი აღჭურვილობის კომპანია. ”- განაცხადა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა. "ხმის მიცემის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემამ "Dominion"-მაც, ვერ უზრუნველყო მისი გამარჯვება ტეხასში, სადაც დიდი სხვაობით წააგო. გარდა ამისა, დიდი როლი ითამაშეს ფეიკებმა და მედიის მიერ სიმართლის ჩახშობამ." -წერს ტრამპი. ტრამპმა განმარტა, რომ არჩევნებში ყველა მექანიკური ჩავარდნა იყო დემოკრატების მხრიდან ხმების მოპარვის მცდელობა და მათ წარმატებას მიაღწიეს. ფოსტით არჩევნებში მონაწილეობა სულელური იდეა იყო".- წერს ტრამპი. ტვიტერზე დაუყოვნებლივ გამოჩნდნენ ტრამპის მოწინააღმდეგეების კომენტარები, რომლებიც მას მარცხის აღიარებას თხოვდნენ. ტვიტერის ადმინისტრაციამ ტრამპის პოსტი მონიშნა: ”ეს ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ სადავოა”. 87 2-ს მოსწონს
|