x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სომხეთმა დაღუპულების დათვლა დაიწყო: რამდენი ადამიანი შეეწირა ყარაბაღის კონფლიქტს?
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღის ომში 2, 3 ათასი სომეხი სამხედრო დაიღუპა. ეს დაახლოებით 1000 ჯარისკაცით მეტია, ვიდრე აქამდე ოფიციალური ერევანი აცხადებდა. კვირას კონფლიქტში გარდაცვლილებისთვის პატივის მისაგებად მრავალათასიანი მსვლელობა გაიმართა, სადაც ოპოზიცის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.


თუმცა, სომხეთის ოპოზიცია მათი მხრიდან 4, 7 ათას გარდაცვლილ სამხედროზე საუბრობს. პრორუსი სომეხი ოპოზიციონერები პაშინიანს ბრალს სდებენ იმაში, რომ მან ხელი კონფლიქტის დასრულებაზე სომხეთისთვის არახელსაყრელი პირობებით მოაწერა, თავის მხრივ კი ფაშინიანი ირწმუნება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აზერბაიჯანის არმია სომხურ ჯარს მთლიანად გაანადგურებდა და ყარაბაღს ბოლომდე დაიკავებდა.


სომხეთში მოსახლეობის პრორუსულად განწყობილი ნაწილი ფიქრობს, რომ ფაშინიანი ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, ხოლო მეორე ნაწილი პრემიერ-მინისტრს უჭერს მხარს. სომხეთში მოსახლეობის საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფს მიაჩნია, რომ რუსეთმა მათ ქვეყანას უღალატა, რაც იყო სომეხი ერის თავზე დატეხილი სასჯელი დემოკრატიული მისწრაფებებისთვის. რუსეთს ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებთან სურს მჭიდრო ურთიერთობა. მისთვის ფაშინიანი სასურველი პრემიერი ვერ არის. ამიტომ პუტინი აქტიურად იყენებს მის ხელში არსებულ კოზირს ყარაბაღის კონფლიქტის სახით, რათა უსიტყვო მორჩილება აიძულოს “მოკავშირე” სომხეთს, მაგრამ ამას ჩვენს მეზობლად შესანიშნავად ხვდებიან. ამიტომ რუსულ-სომხურ ურთიერთობებში ყველა დონეზე გაციება შეინიშნება და ამ პროცესს შეუქცევადი ხასიათი აქვს.


რუსეთი კარგავს სომეხი ერის კეთილგანწყობას და სიმპათიებს.



ზოგადად, რუსეთი გაყინულ კონფლიქტებს სწორედ მაშინ აღვიძებს, როცა მის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ექმნება საფრთხე. ასე მოხდა 2008 წელს საქართველოში, ხოლო მოგვიანებით, 2013 წელს - უკრაინაში. ასევე მოხდა წელს ყარაბაღშიც. გამორიცხულია, ილჰამ ალიევს რუსეთის თანხმობის გარეშე ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია ჩაეტარებინა. ამიტომ სიტუაცია ძალიან რთულია, თუმცა არა გამოუვალი. გამოსავალი არის ამიერკავკასიის სამივე სახელმწიფოს ერთიანი პოზიციის არსებობა რუსეთთან მიმართებით, რათა ამ უკანასკნელმა მთლიანად დატოვოს ჩვენი რეგიონი, თუმცა საუბედუროდ ჯერჯერობით ამაზე ოცნებაც კი ნაადრევია.


ყარაბაღი

0
271
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0