სხვა დუბაიში წყალქვეშა სართულიან მცურავ სახლებს აგებენ 2020, 14 ნოემბერი, 14:46 თქვენ წარმოიდგინეთ და, დუბაიში ახლა უკვე წყალქვეშა საცხოვრებელი სართულებიც კი არსებობს...კომპანია "Kleindienst Group" - მა სპარსეთის ყურეში 42 მდიდრული მცურავი აგარაკის -"Floating Seahorse"- ის (მცურავი ზღვის ცხენი) მშენებლობის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. თითოეულ ვილას სულ სამი დონე ექნება, რომელთაგან ერთი წყლის ქვეშ იქნება, მეორე - წყლის დონეზე, მესამე კი, ტერასის ფუნქციას შეასრულებს. პროექტის ავტორების გადაწყვეტილებით, წყლისქვეშ გამჭვირვალე კედლებიანი საძინებელი ოთახი თავისივე აბაზანით განთავსდება, რომელიც ვილის მესაკუთრეებს ულამაზესი წყალქვეშა სამყაროთი დატკბობის საშუალებას მისცემს, ზღვის დონეზე - მისაღების, სამზარეულოსა და სასადილო ოთახების განლაგება იგეგმება, სახურავზე კი, ბინის ბედნიერ მფლობელებს მინი ბარი და ჯაკუზი დახვდება. სხვა რაღა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ მცურავი აგარაკების მომავალ იღბლიან მესაკუთრეებს.17 შეფასება არ არის |