x
image
კატაპულტი
ახალი გამჭვირვალე ნიღბები საზოგადოების გაოცებას იწვევს
image
თავდაპირველად ყველა ვფიქრობდით, რომ ნიღბების ტარება მხოლოდ დროებით მოგვიწევდა და მალე ყველაფერი დალაგდებოდათუმცა უკვე თითქმის წელიწადი გავიდა და მსოფლიოს მოქალაქეების უმრავლესობა კვლავ ნიღბებშია გამოწყობილი.

გარდა იმისა, რომ ნიღბები ძალზედ მოუხერხებელი სახმარია, ისინი ემოციურ ზიანსაც გვაყენებენ.სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში გამოჩნდა გამჭვირვალე ნიღბები. მისი საშუალებით შესაძლებელი გახდა ადამიანებმა კვლავ სახეში უყურონ ერთმანეთს და კვლავ დაინახონ ერთმანეთის ღიმილი.

საყოველთაოდ გავრცელებული ნიღბების ხმარებისას, ფატობრივად გამორიცხულია შეამჩნიო ამა თუ იმ ადამიანის სახის მიმიკები: ბრაზი, უკმაყოფილება, ღიმილი თუ სხვა. ახალი გამოგონების წყალობით კი ეს პრობლემები წარსულს მიეცემა. ადამიანებმა, რომელთაც ახალი გამჭვირვალე ნიღბები გამოსცადეს, გაოცებულები არიან, რადგან ისინი კარგი დამცავია ვირუსისაგან, არ იორთქლება, არ ზღუდავს სუნთქვას, მხედველობას, არ იწვეს ყურების ტკივილს, როგორც აქამდე ნაცადი ნიღბები და რაც მთავარია, გამჭვირვალეა.

აღნიშნული ნიღაბი გამოირჩევა სიმსუბუქითა და კომფორტულობით, სუფთავდება მარტივად, ადამიანებს შორი კომუნიკაციას ამარტივებს, ხილულია რა მათი მიმიკები და სახის ნაკვთების მცირედი ცვლილებებიც კი.


ახალი სტილის ნიღაბი თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში შეიქმნა, თუმცა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოებაში, რომ მისი ხილვა უკვე სხვადსხვა წ=ქვეყანაშია შესაძლებელი.

0
46
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0