სხვა კუჭის გრიპი - დაავადება, რომელიც ბევრს მოწამლვაში ერევა 2020, 13 ნოემბერი, 11:02 კუჭის გრიპი, იგივე ნოროვირუსი, არის საყოველთაო პრობლემა მთელ მსოფლიოში, რადგან ის არაბაქტერიული გასტროენტერიტია. ვირუსი ძლიერ გადამდებია და ადამიანის სხეულის გარეთ შეუძლია დარჩენა რამდენიმე დღის განმავლობაშიც მნიშვნელოვანი ტემპერატურული ცვლილებების პირობებში.
სიმპტომები დაინფიცირებიდან 12-48 საათში ვლინდება. მაგრამ, სიმპტომების გამოვლენამდეც შეუძლია ადამიანს იყოს ამ დაავადების დისტრიბუტორი და ცხოვრების განმავლობაში, ამ ვირუსით შეგიძლიათ რამდენჯერმე დაავადდეთ. კუჭის გრიპის - ნოროვირუსის ძირითადი სიმპტომებია: ☞ გულის რევა და ღებინება. ☞ ძალიან წყლიანი ან ფხვიერი განავალი. ☞ ტკვილი და სპაზმი მუცლის არეში. ☞ სიცხე და შემცივნება. ☞ სისუსტე. ☞ თავის ტკივილი. ☞ კუნთების ტკივილი. ამ სიმპტომებთან ერთად ასევე ხშირია გაუწყლოება, რაც განსაკუთრებით საშიშია ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და იმუნური სისტემის ან სხვადასხვა დაავადებების მქონე პირებისთვის. როგორც წესი, სიმპტომები ვლინდება სამი დღის განმავლობაში, თუმცა მანამ, სანამ ვირუსი არსებობს, ანუ ორი კვირის განმავლობაშიც შეუძლია ადამიანს იყოს მატარებელი და გადადოს სხვას. თუ დაავადდით, აუცილებელია ბევრი სითხის მიღება და მადის აღდგენის შემთხვევაში ჯანსაღ კვებაზე გადასვლა. კუჭის გრიპის დროს შეგიძლიათ მიირთვათ სუპები, ბრინჯი, მაკარონი, კარტოფილი, კრეკერი და პური, ახალი ხილი და მოხარშული ბოსტნეული, იოგურტები და სასარგებლო ცილები. უმეტეს შემთხვევაში, ინფექციის წყარო ბინძური საკვების ჭამა, დაბინძურებულ ზედაპირებთან ან საგნებთან კონტაქტი და ინფიცირებული ადამიანები ხდება. ნოროვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად: ☞ კარგად იბანეთ ხელები საპნით. ასევე დაიბანეთ ბავშვის საფენის გამოცვლის წინ. ☞ საფუძვლიანად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ უმად მირთმევას აპირებთ. ☞ მოერიდეთ ნედლ ზღვის პროდუქტებს. ☞ არ ჭამოთ კუჭის გრიპით დაავადებული ადამიანის მიერ მომზადებული საკვები და დაინფიცირების შემთხვევაში თავადაც ერიდეთ მზარეულობას. ☞ ზედაპირები დაასუფთავეთ ქლორით. ☞ თუ ეს სიმპტომები გაქვთ, უმჯობესია 2-3 დღით არ დატოვოთ სახლი და შვილებსაც ნუ წაიყვანთ ბაღებსა და სკოლებში. ☞ ასევე, თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან, სანამ სიმპტომები არ შემცირდება. იხილეთ აგრეთვე: რა იწვევს გასტრიტს და როგორ ავიცილოთ ის თავიდან? საჭირო პროდუქტები, რომლებიც იცავს და აღადგენს ღვიძლის ფუნქციას 161 7-ს მოსწონს
|