x
image
თამილა გურაშვილი
წარსული ჩვენს გულშია, მომავალი ჩვენს ხელში- სოსო გოგაშვილი

image



ამ ბოლო დროს სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი, რომელიც აქტიურობით გამოირჩეოდა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე, ორკვირიაი პასიურობის შემდეგ ასეთ პოსტს აქვეყნებს:

"მეგობრებო, ჯანმრთელობა და მშვიდობა ყველას!
მინდა გავაკეთო ერთი განმარტება:
-ძალიან ბევრი ნაცნობი, თუ უცნობი ადამიანი მირეკავს, მწერს და მიზიარებს თავის აზრს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ასევე ბევრი მათგანი მეკითხება, თუ რატომ აღარ ვაქტიურობ, აინტერესებთ ჩემი აზრი, მომავალი გეგმები და აშ.
რა თქმა უნდ მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევიან ჟურნალისტები და დიდი მადლობა მათ ამისთვის.
ამიტომაც გადავწყვიტე ეს სტატუსი დამეწერა.
კი ბატონო, შესამჩნევია ეს, მე შეგნებულად არ ვაქტიურობ.
პირველ რიგში, მე მიყვარს ჩემი საქართველო და არ ვარ მტერი, რომ შევქმნა აჟიოტაჟი, სკანდალი და ჩემი მოქმედებით ხელი შევუწყო პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას ქვეყანაში. პირიქით....
მოქალაქეები ისედაც დაზაფრულნი არიან ყველაფრით.
მეორე მინდა გაცნობოთ, რომ ბოლო პერიოდში მივიღე სხვადასხვა მხრიდან ინფორმაციები, რომელზეც რეაგირება, ან ზოგადად აქტიურობა, ამ საარჩევნო ციებ-ცხელებას და ზოგად სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს და არაა გამორიცხული რყევებიც გამოიწვიოს.
ამიტომ, ჯერჯერობით მინდა იმედი გავუცრუო იმ კატეგორიას, რომელიც მხოლოდ სეირებით და ჭორაობით საზრდოობს. ზოგი ამაში გასამრჯელოს იღებს, ზოგი უფასოდ აკეთებს, იმიტომ, რომ ესე მოსწონს, ზოგიც გასამრჯელოს დაუსრულებელ მოლოდინშია და ....აშ.
ის ვისაც მართლა აწუხებს ჩვენი ქვეყნის მომავალი, გულწრფელია და ასევე, ჩემი ოჯახის ნამდვილი გულშემატკივარია, ის გამიგებს ყველაფერს. თუ რა, ან როგორ იქნება, ამას მალე მოისმენთ და ნახავთ ყველა.
აქედან გამომდინარე, სანამ არ ჩამთავრდება არჩევნები და შემდეგი ფორმირების პროცესი, ჩემი აქტიურობა- პასიურობაა:) ყველამ იცით, არც იქამდე მაკლდა სასაუბრო და არც მომავალში დაკარგავს აქტუალობას ჩემი ცოდნის სფერო.
ასე, რომ საინტერესო წინ გვაქვს.აუცილებლად გავხდები აქტიური ჩემი საქმიანობით, ბუნებრივია მედიასთანაც და ფეისბუქზეც.
????????მხოლოდ ხალხისთვის და ქვეყნის ინტერესებისთვის????????
მადლობა ყველაას????????
პ.ს. განსაკუთრებით ჟურნალისტებს. პირობა, პირობაა!
ჰიპერაქტიური;)"
0
94
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0