x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მსოფლიოს 10 ყველაზე საშიში და სახიფათო ქალაქი
ადამიანს ხიფათი მისი დაბადების დღიდან ყველგან თან სდევს და რისკი იმისა, რომ შეიძლება უბედურება შეგვემთხვას, არსებობს ყოველთვის, მაგრამ ზოგგან ეს რისკი ძალიან დაბალია, ხოლო ზოგგან პირიქით, ძალიან მაღალი. ამ სტატიაში ისეთ ქალაქებზე გვექნება საუბარი, სადაც დღისით-მზისით ქუჩაში უბრალო გადაადგილებაც კი დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და ადამიანს არ აქვს იმის არანაირი გარანტია, რომ დილით შინიდან გასული საღამოს საღსალამათი დაბრუნდება უკან.


ქალაქი

10. კარაკასი, ვენესუელა

ვენესუელას დედაქალაქი ნარკოტიკებით მოვაჭრე ბანდების ბრძოლის პლაცდარმად არის ქცეული. ქუჩის კრიმინალი ნორმად არის ქცეული. აქ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება თავს დაგესხან და ფული და ძვირფასეულობა გაგტაცონ.



ქალაქი

9. სიუდად ხუარესი, მექსიკა

მექსიკის პრობლემა, რაც ნარკოტიკებით ვაჭრობას უკავშირდება, მთელმა მსოფლიომ იცის. კრიმინალის თვალსაზრისით აქ ყველა ქალაქში აუტანელი ვითარებაა, მაგრამ სიუდად ხუარესი მათ შორისაც განსაკუთრებულად სახიფათოა. აქ პოლიციელები ხშირად თანამშრომლობენ ნარკოტიკებით მოვაჭრეების ბანდებთან.

ქალაქი

8. კაპშტადტი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

მოსახლეობის დიდი ნაწილის გასაოცარი სიღატაკის გამო აქ დანაშაული ყოველდღიურად ხდება. მიუხედავად აქაური თვალწარმტაცი ბუნებისა, კაპშტადტი უაღრესად საშიში და სახიფათო ქალაქია.

ქალაქი

7. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია

მართალია, რიო დღეს ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე 10 წლის წინ, მაგრამ ქუჩის კრიმინალი აქ მაინც ძალიან ფართოდ არის გავრცელებული. აქ გადაადგილება განსაკუთრებით სახიფათო ღამით არის.

ქალაქი

6. ქალაქი გვატემალა, გვატემალა

მიუხედავად იმისა, რომ კარიბის ზღვის ეს ქვეყანა ტურისტებისთვის ბევრი ღირსშესანიშნაობით ხასიათდება, აქ ნარკოტიკებით ვაჭრობა, მკვლელობები, ქუჩაში ძარცვა, მანქანების ქურდობა და ავტობუსში თავდასხმებია გამეფებული. მაგრამ განსაკუთრებით საშიში მაინც დედაქალაქია, რომელსაც ასევე გვატემალა ჰქვია.

ქალაქი

5. აკაპულკო, მექსიკა

სულ რაღაც ათიოდე წლის წინ აკაპულკო იყო დასვენების და გართობის ქალაქი, სადაც მთელი მსოფლიოს მოდის და შოუბიზნესის ელიტა იყრიდა თავს, მაგრამ სამწუხაროდ ნარკოტიკების მწარმოებელთა და გამსაღებელთა ბანდებმა ეს ქალაქიც ხელში ჩაიგდეს. აქ ყოველწლიურად 1000-ზე მეტი მკვლელობა ხდება, რაც 100 ათას სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 142 მკვლელობას უდრის. ამიტომ თუ ოდესმე ამ ქალაქში მოხვდით, სასტუმროს ნომერს უკიდურესი აუცილებლობის გარდა ნურასოდეს დატოვებთ.

ქალაქი

4. ბაღდადი, ერაყი

სროლა, ბომბების აფეთქება და მსგავსი შემთხვევები აქ ყოველდღიურობაა. ამერიკული არმიის გასვლის შემდეგ სიტუაცია ძალიან აირია და დღემდე არ დაწყნარებულა.

ქალაქი

3. ქაბული, ავღანეთი

ათწლეულებია, ქაბული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ქალაქია. აქ ნებისმიერ წუთს სიკვდილს ჩახედავთ თვალებში.

ქალაქი

2. ყარაჩი, პაკისტანი

ყაჩაღობა, შეკვეთილი მკვლელობები, სუიციდი, ბანდების თარეში და რელიგიური ფანატიზმი აქ ყოველდღიური რუტინაა. ქალი მხოლოდ იმის გამო შეიძლება მოკლან, სასტიკად აწამონ და გააუპატიურონ, რომ კაბიდან მუხლი გამოაჩინა.

ქალაქი

1. სან პედრო სულა, ჰონდურასი

უკვე წლებია, რაც სან პედრო სულა მსოფლიოს ყველაზე საშიშ და სახიფათო ქალაქებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ქალაქში, რომლის მოსახლეობა 748 ათასია, 1250-ზე მეტი მკვლელობა ხდება ყოველწლიურად. აქ იარაღით ვაჭრობა ფართოდ არის გავრცელებული და ბევრი მაცხოვრებელი სახლში მთელ არსენალს ინახავს.

0
280
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0