x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პოტენციის ამაღლების ყველაზე უჩვეულო ხერხები ძველ დროში
image

ეპოქებისა და ცივილიზაციების ცვალებადობის მიუხედავად, ყოველთვის აქტუალური იყო ინტიმური საკითხების გადაწყევეტა და თითოეულმა კულტურამ თავისებურად გადაჭრა ეს პრობლემები. ქვემოთ გაეცნობით აფროდიზიაკების ლიბიდოს გაზრდის სხვადასხვა რეცეპტებს სხვადასხვა ხალხების კულტურაში. გაირკვა, რომ ზოგიერთი მათგანი დღესაც კი პოპულარულია.


იტალიელები ლიბიდოს გასაუმჯობესებლად იყენებდნენ მერცხლის ენისგან დამზადებულ პაშტეტს. ასევე პოპულარული იყო ძველი ბერძნებისგან მემკვიდრეობით მიღებული თხისა და გველის სასქესო ორგანოებიდან დამზადებული კერძები.


გერმანიასა და საფრანგეთში სექსის წინ მიირთმევდნენ ხამანწკებს, ასევე ირმის სათესლე ჯირკვლებს. ითვლებოდა, რომ ისინი ზრდის პოტენციას. ძველად გერმანელები იყენებდნენ სელის თესლის ნაყენით გაზავებულ დამარილებულ ყველს, რომელიც მოგვაგონებს ბრინზას, განსაკუთრებით პატივს იმსახურებდა მგლის შემწვარი სასქესო ორგანოები.



სლავები თაფლში ურევდნენ სხვადასხვა ფრინველის კვერცხებს - მწყერი, ყვავი, ჭილყვავი და ხახვით და ნიახურით აზავებდნენ. ინტიმური პრობლემების პირველი ნიშნებიდან დიდი ყურადღებას უთმობდნენ სოკოს, ოხრახუშის ფესვისგან და ჭინჭრის ნაწყენისგან დამზადებულ წვნიანებს.

ოჯახის უფროსისთვის ამზადებდნენ მოხარშული ან სანელებლებით მოშუშული, ხარის, კურდღლის, ცხვრის და თხის სათესლე ჯირკვლებს. აზიის სტეპებში მაცხოვრებელი ხალხი დღემდე სვამს ხარის სისხლში შერეულ რძეს.


ჩინეთი-ჟენშჩენი და აკუპუნქტურა (ჩხვლეტვა ნემსით)ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია მამაკაცის ჯანმრთელობის შესანარჩუნებისთვის.

აკუპუნქტურას პროცედურ სხეულის გარკვეულ უბნებზე ლოკალურად მოქმედებს და სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს, რათა სისხლის თავისუფლად ცირკულაცია მოხდეს. ჟენშჩენს ადუღებენ ჩაისთან ერთად, ამზადებდნენ ნაყენებს და უმატებდნენ საკვებში.


ვიკინგები-მამაკაცური ღისების გასამყარებლად ვიკინგები იყენებდნენ თევზს, რომელიც მდიდარია მინერალებით და ვიტამინებით, ასევე ხორცს, რომელსაც ნიორით ან ნიორის კრუტონებით აზავებდნენ. სკანდინავიელების სამხედრო ლაშქრობებმა ხელი შეუწყო სხვა კულტურებში გავრცელებული მეთოდების დანერგვამ. დროთა განმავლობაში მათ ლიბიდოს გასაძლიერებლად აღმოსავლური სანელებლებისა და მეთოდების გამოყენება დაიწყეს.



ინდიელები-ითვლებოდა, რომ შოკოლადისგან დამზადებული სასმელი სანელებლებით და ღვინოთი განსაკუთრებული ზრდის პოტენციას, ასტიმულირებს თავის ტვინს და აუმჯობესებს ტვინის აქტივობას. ცნობილია, რომ ინდიელი ბელადები სიცოცხლის ბოლომდე არ კარგავდნენ პოტენციას და გონებრივად საღად აზროვნებდნენ, ჰყავდათ მრავალი ცოლი და მძევლები. ინკებმა იყენებდნენ სასმელს სახელწოდებით "კატის ბრჭყალი" ლიანების ჯგუფიდან მცენარე uncaria tomentosa– ს ექსტრაქტის წყალობით, რომელსაც იყენებდნენ პროსტატიტისა და იმპოტენციის სამკურნალოდ.


საქართველო-თუ კაცს კაცობა აკლდეს. ახალი ხფოის ყვერი გახვეწეთ, გაახმეთ და კიდევ გასწმინდეთ და თან ოფოფი შიანაყეთ და აჭამეთ და ლეღვის ჩირი დაალბეთ და უზმათ ასვით და თუ კვლავ, ვირის ფოლო მოსჭერით და მარჯვენა მხარზე შეაბით და მორჩება უთუოდ-ასეთი რჩევას წაიკითხავთ კარაბადინში.


რაც შეეხება უფრო გვიანდელ ხანაში (და ახლაც)საქართველოში პოტენციის ასამაღლებლად(ორივე სქესისთვის ) აქტიურად იყენებდნენ გერანის ეთერზეთებს, კამის თესლს და ნიახურს.




0
1567
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0