საბუნებისმეტყველო ჩვენი პლანეტის გიგანტური ხეები, რომელთა თვალწარმტაცი სილამაზე დაგატყვევებთ 2020, 7 ნოემბერი, 22:48 ჩვენი სამყარო მდიდარია ფერადი, ლამაზი მცენარეებით, ცხოველებით, ფრინველებითა და მწერებით, თუმცა არსებობს განსაკუთრებით გამორჩეული საგნები. ეს ითქმის ჩვენს პლანეტაზე ყველაზე დიდ ხეებზე, რომელთა სილამაზეც თვალს მოგტაცებთ. ისინი განსაკუთრებით ლამაზი გაზაფხულზე, მაისში არიან, როცა ყვავილობენ და მთელი თავიანთი დიდებულებით წარმოგვიდგებიან.1.გლიცინია(145 წლის ხე იაპონიაში)მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ხანდაზმული ხე, გლიცინია ხარობს იაპონიის ქალაქ ტოჩიგას პარკში. ის თითქმის 150 წლისაა. მისი საოცარი მეწამული ყვავილები მტევნებადაა ჩამოკიდებული და უზარმაზარ ყვავილების კარავს ქმნის. გლიცინიას ტოტები ემაგრება სპეციალურ საყრდენებს ისე, რომ დამკვირვებლებმა ადვილად გაიარონ ფერად ბუჩქებს შორის. იგი ყველაზე შთამბეჭდავია ყვავილობისას, აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე.2.დიდტოტებიანი ნეკერჩხალიაშშ-შიმსოფლიოში ყველაზე ლამაზი ნეკერჩხლის ხე იზრდება აშშ-ში, ვაშინგტონის პარკში, პორტლენდის იაპონურ ბაღში. თითქოს მის ფოთლებზე თავმოყრილია ცისარტყელას ყველა ფერი. 60-იან წლებში იაპონელმა ლანდშაფტის დიზაინერმა ტაკუმა ტონომ შექმნა ბაღი ვაშინგტონის პარკის ტერიტორიაზე და ნათელი ნეკერჩხალი გახდა მისი მთავარი მშვენება, მარგალიტი.3.ოქროსფერი ტაბებუიაპარაგვაიშიტაბებუიას შეხვდებით მხოლოდ ტროპიკულ განედებზე, მხოლოდ აქ არის ხელსაყრელი პირობები მისი გახარებისათვის. ტაბებუიას ტოტებზე ყვავილებს აქვს ხასხასა ყვითელი შეფერილობა. მას აქვს მკვეთრად ყვითელი ჩრდილი, რის გამოც ტაბებუია განსაკუთრებით უყვართ ლანდშაფტის დიზაინერებს და ამ დეკორატიულ ხეს ხშირად იყენებენ ეზოებისა და ხეივნების გასალამაზებლად. პარაგვაიში ტაბებუია აღიარებულია სილამაზის ეროვნულ სიმბოლოდ.3.იასამნისფერი ჟაკარანდა არგენტინაშიმარადმწვანე ჟაკარანდა ტროპიკების მოყვარული ხეა. მისი სამშობლოა არგენტინა, თუმცა დღეისათვის თბილ კლიმატურ პირობებში ჟაკარანდას სილამაზით ტკბობა შესაძლებელია სხვა ქვეყნებშიც.4. ალუბლის ხეების ხეივანიგერმანიის ქალაქ ბონშიარ არსებობს იმაზე რომანტიკული ადგილი, ვიდრე ეს გერმანიის ქალაქ ბონში გიგანტური ალუბლების ხეივანია. სამწუხაროა, რომ ეს ულამაზესი ხეები წელიწადში მხოლოდ 2 კვირით ყვავილობს.5.ბამბუკების კორომიიაპონიის ქალაქ კიოტოშიკიოტოს ბამბუკების კორომი სავსებით იდუმალი და მყუდრო ადგილია. ხეივნის ცოცხალმა მწვანე მორთულობამ შეუძლებელია, არ გაგაოცოთ, თითქოს ბამბუკის ღეროები ზეცას აღწევენ.6.კიპარისების ხეივანიიტალიის ქალაქ ტოსკანაშიკიპარისების დაუსრულებელი ხეივანი ტოსკანაში მთელ მსოფლიოში ცნობილია. იგი წარმოადგენს ადგილობრივთა სავიზიტო ბარათსა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს.7.ბუგენვილეასაბერძნეთის კუნძულ კოსზე8. სამეფო დელონიქსი,მეტსახელად "ცეცხლის ხე",ბრაზილიაში9. ბაობაბის ხემადაგასკარზე10.დრაკონის ხეიემენში263 შეფასება არ არის
|