x
ფიქრის გამოცანა

ალბათ ყველას ქონია მომენტი, როდესაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს ნეგატიური ფიქრები ამოტივტივებია, ანდაც უკეთეს შემთხვევაში დადებითად დამუხტულს პოზიტიური განწყობა დაუფლებია. ფიქრი სიტყვაა, რითაც ადამიანი გადმოსცემს სათქმელსა და ემოციას . ადამიანი არის მზე, მისი აზრები კი პლანეტებია . სწორდ ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენივე გზასა და კვალს. თუმცა მთავარი ამ მიზნების სწორად წარმართვაა, რადგან ადამიანის ბუნების გაორება იმდენად აშკარაა, რომ თითქოს ჩვენ ორი სული გვქონდეს . ყველაფერი მალეცვლადი და მალეხრწნადია, ემოციები და გრძნობებიც აორთქლებადია . ორგვაროვანი ბუნება განიცდის განწყობილებათა ასე მძაფრსა და ანაზდეულ ცვალებადობას - წარმოუდგენელი ქედმაღლობიდან გულის გამყინავ ძრწოლამდე.


ფიქრები ჩვენი ნაბიჯებია . თუკი ადამიანი დადებითად არის განწყობილი და პოზიტიურად ფიქრობს მისთვის შეუძლებელი არაფერია . წინასწარი განწყობა გარკვეული საკითხების მიმართ წარმოდგენას უქმნის მას და მოქმედების გზებს უსახავს .გახადე წარმოდგენები რეალური, ზუსტად ცრუ წარმოდგენებს შეუძლია შენთვის ზიანის მოყენება. თუკი არ გამოიყენებთ შესაძლებლობებს მაქსიმალურად, მაშინ სასოწარკვეთილ მდომარეობაში ჩავარდებით და მანუგეშებლად თქვენი წარუმატებლობის სხვისთვის გადაბრალება დაგრჩებათ . გადამეტებულმა ფიქრმა კი შესაძლოა გაურკვეველ შიშამდე მიგიყვანოთ, რომელსაც თქვენ თვითონვე ვერ გაუგებთ რატომ გაქვთ, ან საიდან გაჩნდა.

მაშასადამე თქვენს მომავალს თქვენივე შეხედულებები და ფიქრები აყალიბებენ , რომლებიც ელვისებური სისწრაფით ვრცდელდებიან გონებაში .

''პირველად აუცილებლად მოდის ფიქრი, ფანტაზია, ზღაპარი, მათ მოსდევს მეცნიერული ანგარიში, ბოლოს და ბოლოს, ფიქრს შესრულება აგვირგვინებს. ''
-კონსტანტინ ციოლკოვსკი.

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ბუხრაშვილი
ანი ბუხრაშვილი
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0